რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნაცისტებმა საქართველოს მოსახლეობა დააშინეს!

     წამყვან რუსულ მედიას მისდღემში სიტყვაც კი არ წამოცდენია ქართველი ნაცისტების წინააღმდეგ, რომლებიც აგინებენ რუსებს, „ოკუპანტ რუსეთს“, „სისხლისმსმელ პუტინს“ და მოუწოდებენ რუსების სისხლის დაღვრისკენ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია! სამაგიეროდ, წამყვანი რუსული მედია (ანუ, მსხვილი სახელმწიფო და პროსახელისუფლებო გამოცემები) ქართველ პატრიოტებს უწოდებს „ულტრამემარჯვენე ქართველ ნეოფაშისტებს“, როცა ეს უკანასკნელნი რაღაცას აპროტესტებენ - აღმოსავლეთიდან უკანონო მიგრაციას, ან გეი აღლუმეს, მნიშვნელობა არა აქვს!

ქართველი ნაცისტები (თუმცა, ნაცისტს ეროვნება არ გააჩნია!) საქართველოს მოსახლეობას 2003 წლიდან აშინებენ, დღესაც არაფერი შეცვლილა - საქართველოს მოქალაქეებს აშინლად ეშინიათ რუსეთუმებად“ წარმოჩენის. თბილისში რუსების შეურაცხყოფის ფაქტები ისევ დაფიქსირდა - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსებში, ბანკებსა და კაფეებში. ერთი მუჭა ნაცისტების სიძლიერე პროპაგანდაშია, ისინი ფლობენ თითქმის ყველა ქართულ მედიას, რომლებშიც ჟურნაცისტები და ნაცწამყვანები რუსოფობიურ ფეიქებს ავრცელებენ. ეს არის ყველა წამყვანი ტელეკომპანია: მთავარი არხი“, იმედ, პირველი“, რუსთავი 2“, ფორმულა, თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტო და გაზეთი. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ რუსული არ იცის, ან ცუდად იცის და ამიტომ ექვემდებარება ნაცისტურ პროპაგანდას. რუსულენოვანები, ვისაც კომპიუტერი და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, სიმართლეს იგებენ „საქინფორმი“-ს რუსულენოვანი ვერსიიდან. მაგრამ ნაცისტებმა დაიწყეს რუსული სატელევიზიო არხების გათიშვა და მოითხოვენ ყველა რუსულენოვანი მედიის დაბლოკვას, ასევე ოპერაცია ენვერ 3-ის დაწყებას რუსი ჯაშუშების გამოსავლენად. მიიღებენ რო საქართველოს ევროკავშირში ან ქსენოფობიური მედიითა და გამოვლინებით?!

ქართველი ნაცისტები - ეს "მიშას სექტორია": სააკაშვილის საბაზო პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები - ხაზარაძის, ბოკერიას, ვაშაძის, ჯაფარიძის და სხვათა პარტიები, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოვნიკები და ზემოაღნიშნული ტელეკომპანიები თავისი ჟურნაცისტებითურთ. განსაკუთრებით ამაზრზენია ან ტელეკომპანიების მართლაც რომ ცისფერ ეკრანებზე წარმოდგენილი ქართული ძალით ინტელიგენცია, რომელიც საკუთარ თავს ტრადიციულად აპიარებს ქართველი, ახლა კი უკრაინელი ხალხის უბედურებით! ამ მეტიჩრებს ისევე მიუფურთხებიათ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, როგორც საქართველოსა და ქართველებისთვის, ეს 100-დოლარიანი მოღალატეები არა მარტო თავისი, უკვე თავიანთი ზნეგადასულობით დამახინჯებული ნაშიერების კარიერისთვის იბრძვიან. საქართველოში, წესიერ ოჯახებში ბავშვებს ასწავლიდნენ და ასწავლიან, არ იყვნენ მეძავები და ნარკომანები, დამსმენები და მოღალატეები, პატივი სცენ უფროსებს და უყვარდეთ სამშობლო - საქართველო, ქართული ტრადიციები. ნაცისტები კი შვილებს ყველაფრის უფლებას აძლევენ, რაც მოეპრიანებათ, ოღონდ ფული გადაუხადონ, ხოლო მართლმადიდებლობა და ქართული კულტურა საბჭოთა წარსულის გადმონაშთად, ანუ დაბრკოლებად მიაჩნიათ. შემთხვევითი როდია, რომ მათი უკუღმართი უვიცი შვილები მშობლებს ბა(ნ)ძავენ და გამუდმებით ცისფერ ტელეეკრანებზე იტყლარჭებიან, როგორც მათი მშობლები - მდარე პროპაგანდისტები და ცრუ ოპოზიციონერები! შემთხვევითი როდია, რომ ისინი მოითხოვენ რუსებისა და ბელორუსების საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, ასაარ უკრძალავდნენ მიგრანტებაღმოსავლეთიდან, რომლებიც ჩვენშვილებს ნარკოტიკებით ხრწიდნენ, პროსტიტუციისკენ აქეზებდნენ, მთელი დღეების განმავლობაში მათ მიერ თბილისის ცენტრალურ გამზირებზე შესყიდულ ბარებში ჩილიმს ეწეოდნენ და ქართველ ქალებს გამომწვევი მზერით აშიშვლებდნენ! ამიტომ ქართველი ნაცისტები იმ ქართველების შთამომავლები არიან, რომლებმაც შვილები არაბებსა და თურქებს მიჰყიდეს!

დღეს სიძულვლით აყროლებულმა ნაცისტებმა აშშ-სგან უხვად ანაზღაურებადი დავალება მიიღეს - გადააქციონ საქართველო მეორე უკრაინად, დაამხონქართული ოცნებისმთავრობა და გახსნან საქართველოშიმეორე ფრონტირუსეთის წინააღმდეგ, ანუ ისევ აქციონ საქართველო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების იერიშის სამიზნედ! საქართველოში ნაციზმის აღსაკვეთად, ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს პრიმიერ ღარიბაშვილისა და ყველა ქართველი პატრიოტის გარშემო და ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთოს სტუმართმოყვარე საქართველოსთვის უცხო ქსენოფობია! წაიკითხეთ ვაჟა-ფშაველასსტუმარ-მასპინძელი“, იდიოტებო!“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

2022 წლის 8 მარტი
საქართველო, თბილისი