რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით, ყველა შესაძლოდან მინიმალური გადაწყვეტილება მიიღო

     ასოცირებული ტრიოს "უკრაინა-მოლდოვა-საქართველო" და "ყირიმის პლატფორმის" შექმნისა და უკრაინაში სამხედრო ესკალაციამდე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება გარდაუვალია. არნო ხიდირბეგიშვილის პროგნოზი გამართლდა, თუმცა დასავლეთი დაჟინებით იდგა ფართომასშტაბიანსამხედრო შეჭრის ვერსიაზე არა მარტო უკრაინაში, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. თვით პრორუსმა ექსპერტებმაც კი, მაგალითად, იაკობ კედმიმ, უარყვეს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების ვარიანტი, როგორც მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგო - აქაოდა, რატომ დაიპყრობს უკრაინას რუსეთი ნაწილ-ნაწილ, როცა კიევამდე მისვლა შეუძლია?

რით ხელმძღვანელობდით თქვენი პროგნოზის გაკეთებისას, ბატონო არნო?

- ჯანსაღი ლოგიკით, რომლითაც ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტი, და არა - ემოციებით. პუტინი შეძლებისდაგვარად აჭიანურებდა გადაწყვეტილების მიღებას - 8 წელი, 2014 წლიდან, და გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს მიიღო, როცა კიევმა, სააკაშვილის სტილში, მესამე ომი დაიწყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ! ხოლო კიევის მიერ დასაწყისში ნახსენები ფორმატების შექმნა, რომელშიც საქართველო ფიგურირებს, პუტინისთვის მკაფიო სიგნალად იქცა, რომ კიევი არ აპირებს მის მიერვე ხელმოწერილი მინსკის შეთანხმებების შესრულებას, და პრობლემის გადაჭრის შემოვლით გზებს ეძებს. „8 წელია უკრაინა იყო ფარი დასავლეთისთვის რუსეთისგან! - წამოცდა ზელენსკის მიუნხენის კონფერენციაზე, - ამიტომ, უკრაინის დახმარება და ნატოში მისი მიღება დასავლეთის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანაა!“. ზელენსკიმ ღიად წარმოადგინა თავისი ხედვა - აქაოდა, ყველა ძველი შეთანხმება არ მუშაობს, მათ შორის ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებაც, ამიტომ სიტუაციის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ!

ჰოდა, ზუსტად განმეორდა 2008 წლის სცენარი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით: მოკლე ზელენსკის, ისევე როგორც გრძელ მაშინ სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნები ელოდება, რომლის მოგებაც მხოლოდ ანტირუსული ფორსმაჟორით არის შესაძლებელი; ზელენსკიმ, ისევე როგორც სააკაშვილმა მაშინ, გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა და მხოლოდ აშშ-ს გრანტმა შეიძლება გადაარჩინოს ქვეყანა დეფოლტისგან. ყურადღება მიაქციეთ - უკრაინამ და საქართველომ აშშ-სგან ერთნაირი თანხა მიიღეს - 5 მილიარდი დოლარი, რათა რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად აქციონ; რუსეთის მოქალაქეების დაცვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - და ორ მილიონამდე რუსეთის მოქალაქეების დაცვა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც წინ უძღვის ოპერაციას "იძულება მშვიდობისთვის"; უცხოური დახმარება შეიარაღებითა და ინსტრუქტორებით - ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება!

- მაშასადამე, რუსეთი მაინც შეიყვანს თავის ჯარს, როგორც 2008 წლის აგვისტოში - საქართველოში?

- პუტინმა მიიღო მინიმალური გადაწყვეტილება შესაძლოთა მთელი მდიდარი არსენალიდან. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს მათ დასაცავად - იქნება ეს ჯარების შეყვანა, თუ სამხედრო დახმარება უკვე აღიარებულ რესპუბლიკებში არსებული სახალხო ლაშქრისათვის. შემდგომ რუსეთი დაელოდება - თუ, როგორც მედვედევმა თქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, "ისინი თვითონ მოვლენ და მოიტანენ", ანუ თუ დასავლეთი მალე დაივიწყებს უკრაინას და შესთავაზებს რუსეთს ურთიერთობების აღდგენას, საქმე ამით შემოიფარგლება. თუ არა, რაც უფრო სავარაუდოა, მაშინ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს რუსეთის ფედერაციაში მიიღებენ - რით არიან ისინი ყირიმზე "უარესები"?! ხოლო თუ საქართველოც დაიწყებს კიევის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ასევე მიიღებენ რუსეთის ფედერაციაში - რით არიან ისინი "უარესები" დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებზე?! 2012 წლიდან, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პუტინი გადაწყვეტილების მიღებას 10 წელი აჭიანურებდა - საკმარისი დრო იმისთვის, რომ თბილისმა შეწყვიტოს ანტირუსული თამაშები და დაიწყოს დიალოგი მოსკოვთან! და რას ვხედავთ დღეს?! საქართველოს ხელმძღვანელები - პრემიერ ღარიბაშვილი და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე - დიდი ხანია თავს არიდებენ უკრაინაში არსებული ვითარების შეფასებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტირუსულ განცხადებებზე. და ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე მიუნხენის კონფერენციაზე „პაპზე დიდ კათოლიკებად“ გამოჩნდნენ!" გასაგებია, რომ ისინი, სტოლტენბერგის მაგალითზე, შემოსავლიანი საპენსიო თანამდებობებისთვის ზრუნავენ, მაგრამ ცალკეული ჩინოვნიკების მერკანტილური ინტერესების გამო მთელი ქვეყანა რატომ უნდა დაზარალდეს?! და ამ დროს, სასამართლო დარბაზში სააკაშვილი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ განცხადებებს, რომლებსაც მისი ოთხი ტელეარხი გადმოსცემს, ხოლო მისი მხარდამჭერები - ნეონაცისტები - შეძახილებითა და პლაკატებით დადიან ქუჩებში და ოცნებობენ ანგარიშსწორებასა და რევანშზე!

- მაშ ასე, თქვენი პროგნოზი გამართლდა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა - ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მაგრამ განა აშშ-და ნატო-არ გააფრთხილეს უკრაინა, რომ ისინი უკრაინისთვის არ იბრძოლებდნენ - და რუსეთს მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს გამოუცხადებდნენ? განა ასჯერ არ აუხსნეს, რომ, საქართველოს მსგავსად, ნატოში არ მიიღებდნენ? რას ფიქრობდნენ კიევში?!

- და რაზე ფიქრობდა სააკაშვილი, როცა ვაშინგტონის ბრძანებით ცხინვალს დაარტყა? განა ხალხმა მხარი დაუჭირა?! განა ეს უნდოდა ქართველ ხალხს? რაზე ფიქრობდა ზელენსკი, როცა მესამე ომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა წინა ორი მარცხით დასრულდა? უბრალოდ, დღეს უკრაინელები დაშინებულები არიან, ისევე როგორც ქართველები 2008 წელს. ქართველებს შიში დღემდე არ გაქრობიათ! სააკაშვილის ზონდერბრიგადებმა და უკრაინელმა ბანდერელებმა ნათლად აჩვენეს რა ელით სხვაგვარად მოაზროვნებს! ყველასგან გმირობას ვერ მოითხოვ! მაგრამ უკრაინისთვის გაზის გათიშვა და ბენზინის მიწოდების შეწყვეტა, რომელსაც უკრაინულ ტანკებში ასხამენ, აუცილებელია! აი მაშინ უკრაინელი ხალხი სიცივეში გამოფხიზლდება და თავად გაუსწორდება თავის ხელისუფლებას! ხოლო თბილისში დაე დაფიქრდნენ ვაიმინისტრები, რა მოხდება, თუ რუსეთი საქართველოში ფულად გზავნილებს აკრძალავს, რუს ტურისტებს აუკრძალავს საქართველოში სტუმრობას და საქართველოს პურის მიწოდებას შეუწყვეტს! და ასევე გაასახლებს ასიათასობით ქართველს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ!

დღეს ათასობით ქართველი დაქირავებული ჯარისკაცი მსახურობს უკრაინის არმიასა და ოფიციალურ ბანდფორმირებებში ფაშისტური სიმბოლოებით, ხოლო აფხაზები და ოსები კი მზად არიან იბრძოლონ დონბასის მხარეზე. მაშ, ქართველებმა ისევ უნდა ესროლონ აფხაზებსა და ოსებს და - პირიქით?! რა ინტეგრაციასა და რა შერიგებაზე შეიძლება ვისაუბროთ ამის შემდეგ? რატომ უნდა ვესროლოთ ძმებს ნეონაცისტი პოლიცაების გამო? აი რაზე უნდა იფიქროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კუკლა-მინისტრმა და დევნილობაში მყოფმა ფიქტიური სამინისტროებმა, რომლებიც ამ ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, უმუშევრები დარჩებიან!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი, საქინფორმი

2022 წლის 21 თებერვალი
საქართველო, თბილისი