სამართალი
შსს: დაკავებულია 90-მდე ადამიანი

utiash_shotaშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციის დაშლის დროს 90-მდე ადამიანია დაკავებული. მათ შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თვემდე ვადით.

შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ აქციის არცერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის.

„ამასთან, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას და ამ მტკიცებულებების ერთ ნაწილს ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

მან, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.