საზოგადოება
ირაკლი ბათიაშვილი სასტიკად ნაცემია

batiashvili4პარლამენტის წინ 26 მაისის ღამეს აქციის დარბევისას „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი გაუჩინარდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა.

მისი ოჯახის წევრების თქმით, ბათიაშვილი სასტიკად არის ნაცემი და მოდულის შენობაში იქამდე ეყოლებათ მოთავსებული, ვიდრე არ გამოჯანმრთელდება.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ არსებობს, თუმცა ირაკლი ბათიაშვილის ბიცოლას ეს ინფორმაცია, როგორც თავად ამბობს, სანდო წყარომ აცნობა.