სამართალი
მამუკა კაციტაძე: „საქართველოს ხელისუფლების დასრულება აუცილებლად დაიწყება გუშინდელი მოვლენებით“

mamuka_kac„გუშინდელი ღამე იყო აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და „ვარდების რევოლუციის“ ჭეშმარიტი შედეგი“, – ასეთი შეფასება მისცა მომიტინგეების წუხანდელი დარბევის ფაქტს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც წუხანდელ მოვლენებს ვანდალიზმს უწოდებს. „ეს რომ მიტინგის დაშლა ყოფილიყო, არ იქნებოდა საჭირო მომიტინგეების ალყაში მოქცევა. ეს იყო სამაგალითო დასჯა მომიტინგეებისა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ „ვარდების რევოლუციის ჭეშმარიტი“ შედეგი. ამას სჭირდება დაფიქრება. საქართველოს ხელისუფლების დასრულება აუცილებლად დაიწყება გუშინდელი მოვლენებით“, – აღნიშნა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დაშლა სპეცრაზმმა ღამის 00:15 საათზე დაიწყო, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთმა ავტომანქანამ კი, რომლის მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა