უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისათვის სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გადაყვანა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება", - წერია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები შედიან.

interpressnews.ge