საზოგადოება
პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ბიუროს ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.