პოლიტიკა
14:15. აქციის ლიდერთა მიერ დანაპირები საპროტესტო მიტინგი დაიწყო, რომლის შემდეგაც, მათივე განცხადებით, ისინი 40-წუთიან ტაიმ-აუტს აიღებენ და შემდგომ გეგმებზე ითათბირებენ. თუმცა „ქართული პარტიის“ წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ, რომლებიც აქციას სულ ცოტა ხნის წინათ შეუერთდნენ, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ გადამწყვეტ მოქმედებებს სამი დღის შემდეგ უნდა ველოდოთ. „25 მაისს შევიკრიბებით და ყველანი ერთად დავდგებით, რათა ამ დღეს დამთავრდეს სააკაშვილის ხელისუფლება. 25 მაისს დავასრულებთ ბრძოლას ავლაბარში“(ავლაბარში პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს. – საქინფორმი), – აცხადებენ გამომსვლელები.