რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილი საქართველოს სათავეში დასავლეთს რუსეთთან ომის შემთხვევაში დასჭირდება

     "პუტინის მონებო!" - გაჰყვირის საქართველოს ხელისუფლების მისამართით სააკაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრებავიღაცას „ამხელს“ იმიტომ, რომ სხვა არაფრის კეთება არ იცის. მიშა დარჩა კომკავშირის პოლიტაგიტატორად, სხდომებზე ამხანაგებს ჯინსისა და ჯაზის გამო იმპერიალიზმის მონებად რომ ნათლავდნენ და აღდგომაზე ეკლესიებთან საფრებდნენ. სააკაშვილი ბოლშევიკია, რომელიც ანგრევს ტაძარს, საბჭოთა ბიუროკრატიული სტილი მთელი ძალით სჭვივის ქართველი შვონდერისგან, მაგრამ დასავლეთსაც და უკრაინასაც ურჩევნიათ ეს არ შეამჩნიონ. დღეს საკუთარ თავს პუტინის ტყვეს“ რომ უწოდებს, სააკაშვილი, რომლის მოდურობაც პოლიტიკაში ფერად რევოლუციებთან“ ერთად წარსულს ჩაბარდა, ცდილობს ყურადღება მიიპყროს, მისი, როგორც დამანგრეველიმომსახურების შესათავაზებლად. სააკაშვილს არ სურს შეეგუოს იმ რეალობას, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი კი არა, უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის და პერსპექტივაში კიდევ მეტი სასჯელი ელის ბევრად უფრო მძიმე სისხლის სამართლის საქმეებზე. და კიდევ, სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს საკუთარხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ 2008 წლის ომზე, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გაყიდვაზე და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნებაზე, ბოლო ჯარისკაცამდე რომ დატოვა ქვეყანა მანამდე ერთი წლით ადრე.

ჩვენ გამოვთვლით სააკაშვილის მომსახურების პოტენციურ მყიდველებს, რომელთათვისაც შესაძლოა სარფიანი იყოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, თუკი ფხიზლად შევაფასებთ, თუ რა რეალურ რესურსებფლობს იგი.

მედია, პარტია და PR

საქართველოში, რომელიც დღეს მართლაც დემოკრატიის შუქურაა და არა მარტო რეგიონში, სააკაშვილი დღეში რამდენიმე მნახველს იღებს, ტელეფონს შეუზღუდავად იყენებს, უყურებს ტელევიზორს და აგზავნის დირექტიულ წერილებს თავისუფლებაზე, რომლებსაც ელვის სისწრაფით ავრცელებს პირდაპირ ეთერში მისი სამი ტელეკომპანია. ანუ, სააკაშვილს აქვს მუდმივი კომუნიკაცია თავის მხარდამჭერებთან - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეწინააღმდეგება თავად საპატიმრო სასჯელის აზრს - საზოგადოებისგან იზოლირებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილი პირობით სასჯელს იხდის. სააკაშვილი ფლობს პროპაგანდისა და აგიტაციის მძლავრ საშუალებებს სამი ტელეკომპანიის - „მთავარი არხის“, „პირველისა“ და „ფორმულას“ სახით, რომელთა სპონსორები არიან ბიუჯეტის ქურდები, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები, გამოძიების ქვეშ მყოფი მილიონერები. ამ ტელეკომპანიების პროპაგანდისტები, ასევე სააკაშვილის პარტიის „სახეები“ მოუწოდებენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისკენ, სახელმწიფო დაწესებულებების ხელში ჩაგდებისა და კლასიკური სახელმწიფო გადატრიალების სხვა ატრიბუტებისკენ, თუმცა ამის გამო მათ პასუხისგებაში არავინ აძლევს, პარტიასა და ტელეკომპანიებს არ ხურავენ. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე ფრონტზე იბრძვის - პანდემია, ოპოზიცია, ეკონომიკა - უფრთხის დასავლეთის ფრონტის გახსნას - სანქციებს, რომლისკენაც აშშ-სა და ევროკავშირს პირდაპირ მოუწოდებენ ქართველი მესაბოტაჟეები და სააკაშვილის დასავლელი ლობისტები, საქართველოში შიმშილის, სიცივის, სოციალური აფეთქებისა და ხელისუფლების დამხობის პროვოცირების მიზნით.

სახალხო მხარდაჭერა

ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას, რომელიც უკვე ივიწყებდა ნაცრეჟიმის დანაშაულებს, გასულ კვირას რუსთავისა და გლდანის ციხეებიდან გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, სააკაშვილი განახლებული ძალით შესძულდა: რა სირცხვილია! საქართველოს მესამე პრეზიდენტი აფერისტა, რომელიც თვენახევრიანი „შიმშილობისას“ ყველაატყუებდა და კალორიულ საკვებს მიირთმევდა! ვინც კაპასი დედაკაცივით აწყობს სკანდალებს, იწყევლება და ჩხუბობს, რადგან იცის, რომ ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებს!”. პროვოკატორ სააკაშვილს - ყველაფერი არამამაკაცურის, არაქართულის განსახიერებას, ჩამშვების, პათოლოგიური ცრუპენტელისა და ინტრიგანის მდაბალ საქციელს საქართველოში ბავშვებიც კი გმობენ! მაგრამ სააკაშვილს არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებია, რადგან თავს დამნაშავედაც არ ცნობს! თავისი ვაჟის გამო ბოდიში არ მოუხდია არც გიული ალასანიას: განა რა დანაშაული ჩაიდინა მიშამ, გარდა იმისა, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა?!“.

   რაც შეეხება „მომხრეებს“: პრობლემად იქცა მათი გამუდმებით მიტინგებზე მიყვანა, იმ იმედით, რომ ხელისუფლება ფიზიკურად დაიღლება მათი დარბევითა და დაჯარიმებით, საქართველოში აცივდა და სააკაშვილის "მხარდამჭერებს" 50-ლარიანი ტარიფი აღარ აკმაყოფილებთ. დიდი ალბათობით, დაიღლება არა ხელისუფლება, არამედ თავად სააკაშვილის პარტია, რომლის შიგნითაც მიშას მიმართ უკმაყოფილება და ლიდერობისთვის ფარული ბრძოლა დუღს. პარტიის ფიქტიური თავმჯდომარე მელია და უგულავა, რომელსაც მისი ადგილის დაკავება სურს, ფარულად ოცნებობენ სააკაშვილის სიკვდილსა ან მის უკრაინაში ექსტრადირებაზე, რადგან სანამ სააკაშვილი საქართველოშია, ისინი ხელის ბიჭებად დარჩებიან, რომელთაგანაც იგი ციხის შტურმსა და თავის გათავისუფლებას ითხოვს (თავად სააკაშვილი მარცხის შემთხვევაში არაფერს რისკავს - ის უკვე ციხეშია!). თქვენ ხომ დამპირდით, რომ ასიათასობით ჩემი მხარდამჭერი ორ დღეში გამათავისუფლებდა, ამიტომაც ჩამოვედი! ახლა შეასრულეთ თქვენი დანაპირები!“, - ლანძღავს მათ სააკაშვილი, ამიტომაც მათ ის ციხეში არასოდეს მოუნახულებიათ.

საერთაშორისო მხარდაჭერა

   სააკაშვილს არ აქვს ოფიციალური დასავლეთის მხარდაჭერა - აშშ და ევროკავშირი შემოიფარგლებიან მხოლოდ განცხადებებით, რომ "ისინი ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის მდგომარეობას" და ვერავინ დაასაბუთებს პატიმრის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას. თუმცა, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთი მიზეზი არსებობს - ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ ფსიქიურად დაავადებულ სააკაშვილს არ სურს აღიაროს ავადმყოფობა, რომელმაც წლების განმავლობაში არ გაუარა. ხოლო მისმა ბიძამ, კგბ-პოლკოვნიკმა და დედამ-კაგებე-აგენტმა გაანადგურეს მიშას ყველა სამედიცინო ამბულატორიული ანკეტა ბავშვბის დროიდან მოყოლებული! დეზინფორმაციის საშუალებების - სააკაშვილის ზემოხსენებული სამი ტელეკომპანიის წყალობით - მოხერხდა დასავლეთის მოტყუება, რომ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, რის გამოც აშშ და ევროკავშირი დაცინვის საგნად იქცნენ. აშშ და ევროპა ადრეც შეიქნენ დაცინვის საგნად, როცა ქართულ ციხეებში მასობრივი წამების პარალელურად სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურა" უწოდეს! და კიდევ, აშშ-სა და ევროპას არ დავიწყებიათ, თუ როგორ ცდილობდა სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში მათ ჩათრევას რუსეთთან ომში. ამიტომაც დასავლეთი ვერ ხედავს ღარიბაშვილის ხელისუფლების სააკაშვილის ხელისუფლებით შეცვლის აზრს - საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავ ევროატლანტიკური, უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ასპარეზზე ბევრად უფრო წინ წავიდა, ვიდრე თავის დროს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი (უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ნატოსთან ერთობლივი წვრთნები, ნატოსა და აშშ-ცენტრები საქართველოში, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, „ Javelin“ -ისდა სხვა დასავლური შეიარაღების შეძენა და ა.შ.).

რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორ ხომალდს - Mount Whitney-ს და Porter-ს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კვლავ ეწვივნენ ბათუმს, ეს იყო არა სააკაშვილის მხარდაჭერის ჟესტი, არამედ პირიქით - ეს იყო ვაშინგტონის მხრიდან ძალის დემონსტრირება სააკაშვილისა და ოპოზიციის მიერ საქართველოში პროვოცირებული დესტაბილიზაციის შემთხვევისთვის, რომლითაც, მათი აზრით, რუსეთს შეუძლია ისარგებლოს და შემოიყვანოს აქ თავისი ჯარი კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად. რუსეთის შემოჭრის მსგავსი ვერსია დესტაბილიზაციის შემთხვევაში, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თავად სააკაშვილმა გააჟღერა გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, გულის სიღრმეში მშვიდობიანი გამოსავლის იმედით - რომ ბუბა კიკაბიძე შეძლებს ზელენსკის დაყოლიებას - დაარწმუნოს ღარიბაშვილი სააკაშვილის ექსტრადიციაზე უკრაინაში, თუნდაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, როგორც სულიერად დაავადებულის! რა თქმა უნდა, თუკი აშშ-სა და ის ნატოელ მოკავშირეებმართლაც განზრახული არ აქვთ ომი რუსეთთან დონბასში, რაც ნაკლებად სავარაუდოა თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელის პირობებში და ასევე იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშრუსეთი ევროპასა და უკრაინას გაზის სარქვლის გახსნით და დაკეტვით (და კიდევ შეუძლია, ბელარუსსა და თურქეთთან ერთად, ევროპა ლტოლვილთა ნაკადში ჩაახრჩოს).

მაგრამ თუ დასავლეთი მართლაც უბიძგებს უკრაინას ომისკენ, მაშინ დიახ, მათ სჭირდებათ უკრაინის შლეგი მოქალაქე სააკაშვილი საქართველოს სათავეში, რომელიც ხელს მოაწერს საქართველოს ტერიტორიის, საზღვაო აკვატორიასთან ერთად, პლაცდარმად დათმობას რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შემთხვევაში და ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლველად გააგზავნის დონბასში, რასაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი არასოდეს დათანხმდებიან. მაგრამ რადგან ეს ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ნაკლებად სავარაუდოა, დასავლეთს სჭირდება სტაბილურობა საქართველოში, რათა აღადგინოს პანდემიის გამო გაყინული სამუშაოები "შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის (კონცეფციის)" ასაშენებელად უკრაინის, საქართველოსა და შავი ზღვისპირა სამი ქვეყნის - ნატოს წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით. ამიტომ შავ ზღვაში შემოსვლას მოუხშირეს ამერიკულმა ხომალდებმა, ხოლო მათ თავზე, ცაში დაფრინავენ აშშ-ისა და ნატოელი მოკავშირეების სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავები, ამიტომაც განახლდა ერთობლივი საზღვაო წვრთნები და ა.შ. „არაფერი პირადული“, მხოლოდ ძალის დემონსტრირება, აკვატორიის ათვისება და კრემლის ნერვებზე თამაში!

უკრაინა

   პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო ზარი პრემიერ ღარიბაშვილთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები მხოლოდ პროტოკოლური ზრუნვის გამოხატულებაა უკრაინის მოქალაქის მიმართ, რომელიც „უცხო ქვეყანაში არაადამიანურ მოპყრობას ექვემდებარება“(?!). არაოფიციალურ ნაწილში კი უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთგაგება სუფევს - უკრაინაში ისეთი დესტაბილიზაციის ფაქტორის გარეშე, როგორიც სააკაშვილია, ცხოვრება გაცილებით მშვიდია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა გაამწვავებს ურთიერთობას საქართველოსთან ამის სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მით უმეტეს, რომ სააკაშვილის გულისთვის საქართველოს - „ასოცირებულ ტრიოს“ და "ყირიმის პლატფორმის" პარტნიორის - დაკარგვა არაპრაგმატული და კონტრპროდუქტიულია. სააკაშვილს მოუწევს იმით დაკმაყოფილება, რომ 4 ნოემბერს დედამისს, პრეზიდენტ ზელენსკის სახელით, უკრაინული პასპორტი გადაეცა, როგორც ადრე - თავად მას, მსოფლიოში პირველ პრეზიდენტს, რომელმაც უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე! რაც შეეხება უკრაინის ომბუდსმენისა და იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერას, ისინი სააკაშვილის ზუსტად ისეთივე ლობისტები არიან, როგორიცაა საქართველოს ომბუდსმენი, სოროსის ფონდის ფილიალი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ასევე რამდენიმე ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, შვედეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან (ფოტიგა, კუბილიუსი და პენსიონერი ბილდტი), რომლებიც უბრალოდ გამოიმუშავებენ მათთვის გადახდილ ფულსა და სამივლინებო ხარჯებს.

   მაგრამ თუ უკრაინას ნამდვილად აქვს საქართველოს დახმარების იმედი დონბასში რუსეთის წინააღმდეგ ომში - მადლიერების ნიშნად უკრაინის დახმარებისთვის 2008 წელს ცხინვალში, მაშინ საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ სააკაშვილის მხარდასაჭერი ფორმალური განცხადებებითდა დედამისისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებით. თუმცა უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დასავლელი მოკავშირეები შესაძლოა გადამწყვეტ მომენტში ღაჩაერიონ და საქმე ისე დამთავრდება, როგორც საქართველოში, ანუ რუსეთი აღიარებს ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მათი რუსეთისთვის შემოერთების პერსპექტივით ყირიმის კვალდაკვალ და იქ რუსული სამხედრო ბაზების განლაგებით, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

     რეზიუმე: დღეს სააკაშვილი ყველას ფეხებში ედება, მაგრამ არავის სჭირდება, რადგან ის უკვე გათამაშებული არაადევატური პოლიტიკური ფიგურადა არასაიმედო პარტნიორი. პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკაში ნონსენსი იყო, შემთხვევითობა, რომელიც გარკვეულ მომენტში ყველა მხარეს აწყობდა, მაგრამ ამგვარი "ვარსკვლავების განლაგება" ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე განმეორდეს. ნებისმიერი სამედიცინო კონსილიუმი ფსიქიატრის მონაწილეობით დაადასტურებს მის ძველ დიაგნოზს და პროგრესირებად შეურაცხადობას, რაც მისმა ახლობლებმა კარგად იციან. დასავლეთს შეიძლება დასჭირდეს გიჟი სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში მხოლოდ სამხრეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ავანტიურის შემთხვევაში. ვინაიდან ფხიზლად, კანონის დაცვით, მისი ამჟამინდელი არაადექვატური მოთხოვნები - აქაოდა, მოშორდით საქართველოს ხელისუფლებიდან და ის ჩვენ დაგვითმეთ! - აბსოლუტურად შეუძლებელია, ამის არც თავად სააკაშვილს სჯერა და არც მის ჭრელ გუნდს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება დღეს სიმტკიცის გამოცდას გადის - უხეშად ცდილობენ აიძულონ იგი აღიაროს, რომ „შავი თეთრია“, რომ დამნაშავეები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში კი არა, თავისუფლებაზე უნდა იყვნენ. და თუ ხელისუფლება ერთ დათმობაზე მაინც წავა, ერთი ნაბიჯით მაინც უკან დაიხევს, თავადვე მოაწერს ხელს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს და საქართველო დიდი ხნით ჩაიძირება სამოქალაქო დაპირისპირების წყვდიადში!

   თუმცა სააკაშვილის დაბრუნებაში არის დადებითი მომენტიც - მან, მაგნიტივით მიიზიდა საქართველოში ყველა დესტრუქციული ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები, პრაქტიკულად განახორციელა ლუსტრაცია, რაც შეუძლებელი იყო ნორმალურ ვითარებაში. ახლა სახელებით ვიცით - ვინ არის საქართველოს მოღალატე და მტერი, ვინ არის გამყიდველი, ან უბრალოდ მოტყუებული.

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 15 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

(გამოყენებულია 2021 წლის 12 ნოემბრის საავტორო მასალა სპეციალურად IA REX-ისთვის)