პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მეორე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №3, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 22 მაისი, თბილისი

akcia_tel213:00.   რამდენიმე წუთის წინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ქართული პარტიის“ ლიდერები – ძმები გაჩეჩილაძეები და კოკა გუნცაზე, გამოჩნდნენ, რომელთაც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს ხელი ჩამოართვეს და უთხრეს, რომ „დღეიდან ყველაფერს ივიწყებენ!“ მათ გამოჩენას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

გია გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილთ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყველანაირი მოლაპარაკების დრო ხელისუფლებასთან დამთავრდა და ის ხალხის მრისხანებას ვერ შეაჩერებს.

„იმის შემდეგ, რაც დღეს დილით გააკეთეს, არ მგონია, ვინმე დარჩეს სახლში და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღოს!“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელმაც სიტყვა საკუთარ ძმას – ლევან გაჩეჩილაძეს, გადასცა.

„ვივიწყებ ყველაფერს ჩვენი სამშბლოს გულისთვის და თქვენ წინაშე მინდა, ხელი ჩამოვართვა ქალბატონ ნინოს!“ – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

კრების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევენ და მოსახლეობას აქციაზე მოსვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.