პოლიტიკა
16.00. შეინიშნება მრავალრიცხოვანი ცალკეული ინციდენტი – აქციაზე შეკრებილთა შეტაკება პოლიციასთან. მაგალითად, მეტრო „ახმეტელთან“ პოლიციამ სცემა მამაკაცს და ფეხმძიმე ქალს, რომელიც ცდილობდა პოლიციელთაგან მეუღლის დაცვას. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ გააკეთა სპეციალური საგანგებო განცხადება და პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდა, გონს მოეგონ.
თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე მომხრეებთან ერთად.
როგორც ჟურნალისტებმა შენიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაშლილია უამრავი კარავი, სადაც მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცრაზმელები, აგრეთვე, მოთავსებულნი არიან სამინისტროსთან განლაგებულ ყვითელ ავტობუსებში.