პოლიტიკა
პირდაპირი რეპორტაჟი #1, საპროტესტო აქცია, 21 მაისი, 2011 წელი, თბილისი

hands14.30. „სახალხო კრების“ ორგანიზებით დღევანდელი აქციის მონაწილენი პარალელურ რეჟიმში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარდების მოედნიდან და ავლაბრის მოედნიდან   საპროტესტო მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ. მსვლელობისას როგორც „სახალხო კრების“ წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა საქინფორმის კორესპონდენტს განუცხადა, მათ მიერ დაანონსებული აქცია არ იქნება ერთდღიანი და არ დასრულდება შედეგის მიღწევამდე.

ამ წუთას ფილარმონიიდან აქციის 500-მდე მონაწილე დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ. აქციის ორგანიზატორები ხალხის თანდათან შემატებას ელიან. რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, ხალხისთვის ეს თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო უწყებების პიკეტირებასაც გეგმავენ და შესაძლოა, ხელისუფლებას გადადგომისათვის სამდღიანი ვადაც დაუწესონ.