რელიგია
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ილია მეორემ გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქოს რეზიდენციაში მისცა.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, - განაცხადა ილია მეორემ.
interpressnews.ge