საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები დაიწყება.
მონიტორთან ურთიერთობას და სატესტო დავალებების შესრულებას მოსწავლე იწყებს მეთვალყურის მითითებების მიხედვით, გამოცდის დასრულების შემდგომ – ტოვებს საგამოცდო სექტორს.
– მოსწავლეები, რომლებიც რწმენისა და აღმსარებლობის გამო ვერ შეძლებენ 28 მაისს გამოცდაზე გამოცხადებას, ფიზიკის გამოცდას 29 მაისს ჩააბარებენ.
– მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.
– მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან GHSEP/FLEX-ის პროგრამებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.