სამართალი
სააკაშვილი: დაუმსახურებელი თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პატრიარქის ტახტის მოსაყრდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს ქადაგებას.

„ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ", - მიხეილ სააკაშვილის განცხადება „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მიტროპოლიტი შიო საკვირაო ქადაგებისას „საყოველთაო შერიგების" იდეას შეეხო და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას და მიიჩნევენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. „ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, - თქვა მეუფე შიომ და მრევლს პავლე მოციქულის სიტყვები შეახსენა - „მოიკვეთეთ უკეთური!“