რელიგია
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა განმარტა, „21 მაისამდე პატრიარქთან შეხვედრა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო“. „მის უწმინდესობასთან ყოველთვის ძალიან ახლო და უდიდეს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, 21 მაისი რთული დღეა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პატრიარქი მენახა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.