აქტუალური
გიორგი გამსახურდია: სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. მიშა, შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ განცხადებას ეხმაურება.

ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევისა და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა. ასევე, ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 90-იანი წლების შემდეგ, ბევრი უფიქრია ზვიად გამსახურდიაზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.