რელიგია
ხუთი მიტროპოლიტიდან სამი, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ეჭვმიტანილია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში - საქინფორმი

     1 ოქტომბერს, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, რუსულ და უკრაინულ ტელეარხებთან ინტერვიუში, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსთავის №12 საპყრობილედან მის გასათავისუფლებლად აუცილებლად ჩართავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. არნო ხიდირბეგიშვილის პროგნოზი სრულად გამართლდა - თუ პირველ დღეებში, სააკაშვილის მიერ გამოცხადებული შიმშილობის მიუხედავად, ვერც ერთმა სასულიერო პირმა ვერ გაბედა მის დასაცავად ხმის ამოღება, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სურათი შეიცვალა:

   8 ოქტომბერს სააკაშვილს ციხეში ეწვია პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელი (ბოტკოველი) მისთვის კათოლიკოს-პატრიარქილია მეორისგან მისალმების, კურთხევისა და შიმშილობის შეწყვეტის შესახებ თხოვნის, ასევე, მისი უწმიდესობის გამოგზავნილი სებისკვერებისა და ოქროსყდიანი სახარების გადასაცემად. ამ ნაბიჯმა გამოიწვია მწვავე უკმაყოფილება ქართველი საზოგადოების უმრავლესობაში.

   11 ოქტომბერს, პეტიციას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც ხელს აწერს ნაცპარტიული ინტელიგენცია, შეუერთდა ერთდროულად წმინდა სინოდის სამი წევრი - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). ამ უკანასკნელმა გუშინ, 13 ოქტომბერს ციხეში მოინახულა სააკაშვილი, რის შემდეგაც გამოაცხადა სააკაშვილთან შეთანხმებული, ან სულაც მიშას იდეა - პროექტი "საყოველთაო სახალხო შერიგების, პატიების, თანხმობისა და სიძულვილის რიტორიკის დასრულების შესახებ": "უცოდველი ადამიანები არ არსებობენ და მთავრობის მოქმედმა ხელმძღვანელებმა არ უნდა დააკავონ სახელმწიფოს ყოფილი პირველი პირები. ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ ყოველი ახალი ხელმძღვანელი დააპატიმრებს თავის წინამორბედს. სააკაშვილი ციხიდან გამოვა და დაიწყება ახალი ერა საქართველოს ისტორიაში!”, - პათოსით განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რომელიც, თუ საქართველოს სუს-იდან გამოჟონილ მასალებს დავუჯერებთ, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟს ეწეოდა.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეიცვალოს შინაპატიმრობით მისი საქმის სრულ განხილვამდე". საქართველოს სუს-იდან გამოჟონილი მასალების თანახმად, მიტროპოლიტი ანტონი ცხოვრობდა და სასჯელს იხდიდა რუსეთში ორგანიზებულ დანაშაულთან თანამშრომლობისათვის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან (ბერბიჭაშვილი) ერთად. სუს-ის მასალების თანახმად, მიტროპოლიტი ანტონი ფლობს ბიზნეს-ობიექტებს მოსკოვში, სადაც ყიდიან კონტრაბანდულ ალკოჰოლურ სასმელებს და, შესაძლოა, ფარული ურთიერთობააქვს რუსულ სპეცსამსახურებთან.

   მეორე დღეს პეტიციას შეუერთდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც, საქართველოს სუს-იდან ცოტა ხნის წინ გაჟონილი და ინტერნეტში გამოქვეყნებული ფარული თვალთვალის მასალების თანახმად, ოთხჯერაა ნასამართლევი, ცხოვრობდა და იხდიდა სასჯელს რუსეთში (თაღლითობა, ქურდობა, დოკუმენტების გაყალბება) ზემოხსენებულ მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასთან ერთად, აქვს ერთობლივი ბიზნესი რუს პარტნიორებთან და შესაძლოა კავშირი ჰქონდეს რუსულ სპეცსამსახურებთან. ვფიქრობთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა შეეძლოს თავისუფლად ცხოვრება თავის სამშობლოში. ეს, პირველ რიგში, ჭირდება არა მას, არამედ ჩვენს ქვეყანასდა საზოგადოებრივ ინტერესებს. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გადალახოს ეს ქვეყნისთვის საშიში ზონა! ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ერთობლივად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში!”, - წერს მიტროპოლიტი გრიგოლი ფეისბუქზე.

   12 ოქტომბერს პეტიციას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეუერთდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მეხუთე წევრი, შემოქმედის მიტროპოლიტი იოსებ (კიკვაძე): „ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს. უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს, ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას, ასევე განისჯებით, არ მინდა, რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას, იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ”, - წერს იერარქი.

   ზემოაღნიშნულიდან შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა:

   ეპისკოპოსთა ჯგუფი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, რომლებსაც საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა პოლიტ-მიტროპოლიტები უწოდა, არიან სააკაშვილის მხარდამჭერები და იბრძვიან საპატრიარქო ტახტისთვის პატრიარქის სიცოცხლეშივე. ისინი გამოირჩევიან თავიანთი კრიტიკული განცხადებებით კათოლიკოს-პატრიარქილია მეორისა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. ეს ჯგუფი ემხრობოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ "უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის" აღიარებას, მაგალითად - მიტროპოლიტი გრიგოლი. საჯაროდ ისინი თავს რუსოფობებად აცხადებენ, მაგრამ სინამდვილეში იყენებენ თავიანთ ძველ კავშირებს რუსეთში. მათ შეუერთდნენ "მოდური" პოლიტ-მიტროპოლიტები, რომლებიც იძლევიან ინტერვიუებს, მუდმივად მონაწილეობენ თოქშოუებში სააკაშვილის ტელეარხებზე, აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, იღებენ სელფებს, არიან ბლოგერები Facebook- ზე, აქვთ უახლესი მოდელის მანქანები და მობილური ტელეფონები და აქტიურად არიან დაკავებული პოლიტიკური მოღვაწეობით, მაგალითად - მიტროპოლიტი ნიკოლოზი. სააკაშვილის მხარდამჭერი დღევანდელი აქციის მოლოდინში, რომელიც დაპატიმრებულმა ექს-პრეზიდენტმა შემთხვევით როდი დაამთხვია "სვეტიცხოვლობას", (როგორც "ვარდების რევოლუცია" - "გიორგობას"), ისინი ფსონს ჩამოვიდნენ მის გათავისუფლებასა და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. წარუმატებლობის შემთხვევაში კი სურთ უზრუნველყონ სააკაშვილს ღირსეული უკან დახევა, რომლის ერთ -ერთი ვარიანტიუკრაინაში ექსტრადიციაა. გამორიცხული როდია, რომ ისინი ასრულებენ უცხოური სპეცსამსახურის დავალებას.

   ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაში მონაწილეობს კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსიც. სავარაუდოდ, 11 ოქტომბრის საღამოს თბილისში ჩამოსული იერუსალიმის დელეგაცია ილია მეორეს გადასცემს ბართლომეოსის შუამდგომლობასაც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებ. პატივისცემა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმიდესობას ეპყრობა, რომელმაც, თავის მხრივ, იბაშვილს განსაკუთრებული იმედის ნიშნად თეთრი ცხენი აჩუქა, საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომაც ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, რათა ქართველი ერის სულიერმა მამასთხოვს თავის სულიერ შვილს, ირაკლი ღარიბაშვილს "გამოიჩინოს გულმოწყალბა" და შეცვალოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით "საქართველოში სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად და სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად". ამრიგად, ღარიბაშვილაღმოჩნდება რთული არჩევანის წინაშე - შეასრულოს პატრიარქის თხოვნა და, ამგვარად, დაარღვიოს კანონი და საკუთარი სიტყვა („6 წელი თავიდან ბოლომდე მიშა მოიხდის სასჯელს ქართულ ციხეში!“), ანდა აღასრულოს ქართული სასამართლოს განაჩენი და ქართველი ხალხინება.

   თუ მხედველობაში მივიღებთ ალექსანდრე ჭაჭიას აზრს, რომელიც მან რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში გამოთქვა - რომ სააკაშვილი, როგორც მუდმივი დესტაბილიზაციის ფაქტორი, საქართველოს ციხეში ყველაზე ნაკლებად სჭირდება “ და რომ აშშ, თუნდაც „მუნდირის ღირსების“ გამო, შეეცდება გაათავისუფლოს იგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამას წინ ვერ აღუდგება - გამოდის, რომ სააკაშვილის საქართველოდან ექსტრადიციით ბევრია დაინტერესებული, მათ შორის საქართველოც და თავად სააკაშვილიც. და, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც კვლავ სურს "სააკაშვილმოქცეს არა ისე, როგორც ის იმსახურებს, არამედ როგორც ეს შეეფერება საქართველოსდა ქართველთა კულტურას". არ არის დაინტერესებული მხოლოდ ღარიბაშვილი, რომელსაც ამ შემთხვევაში შეუძლია თანამდებობიდან მორალური მოსაზრებებით გადადგეს.

   არნო ხიდირბეგიშვილის პროგნოზით კი, თუკი დღევანდელი საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე არ იქნება კრიტიკულად მასშტაბური და ვერ გაბედავს რუსთავის ციხის შტურმს და სააკაშვილის გათავისუფლებას, ანუ „ვარდების რევოლუცია 2“-ს, მაშინ ის იქცევა სააკაშვილის პარტიის ბოლო აქციად, რომლის ჯანმრთელობაც „კრიტიკულად გაუარესდება“ და ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციში, ხოლო იქიდან, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნითა და გარანტიით („უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელუკრაინულ ციხეში "), საკაცით და ბადრაგის თანხლებით - კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

საქინფორმი
2021 წლის 14 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი