პოლიტიკა
საქართველო კიდევ ხუთ ქვეყანას უმარტივებს სავიზო რეჟიმს

savizoალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, მონტენეგროსა და ერაყის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ დასჭირდებათ. აქამდე ამგვარი ცალმხრივი შეღავათით 70 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობდნენ.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით პარლამენტმა დღეს, 20 მაისს, განიხილა და მოგვიანებით უყრის კენჭს.

საქართველოს ამ გადაწყვეტილების მოტივაციად დასახელებულია ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, ოთხ ევროპულ ქვეყანასთან მიმართებაში კი ის გარემოება, რომ ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან. ალბანეთი ნატოს წევრიცაა, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროს მიღებული აქვთ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).