რელიგია
დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა - ილია მორე

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებას ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.