პუბლიკაციები
სააკაშვილი შეიძლება მისმა გარემოცვამ მოწამლოს, რათა გაიმეოროს ნავალნის სცენარი საქართველოში და დაადანაშაულოს პუტინი - საქინფორმი

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. სააკაშვილთან მისი აქტიური თანამოაზრეების - ადვოკატთა ჯგუფის, ჟურნალისტების, პარტიული აქტივისტებისა და პარლამენტარების , ხშირი პაემნები აჩენს ეჭვებს, რომ ის შეიძლება მოწამლონ, რათა ამაში დაადანაშაულონ საქართველოს ხელისუფლება და რუსეთი - „ნავალნის, სკრიპალების, ლიტვინოვის და სხვათა მომწამვლელი“.

მიგვაჩნია, რომ მწირი გონებრივი შესაძლებლობების მქონე აქტივისტმა სახელად "Tako" გააკეთა განცხადება "პუტინის გეგმაზე – მოკლას სააკაშვილი, მაგალითად, დასხივებით", შემთხვევითი არაა, იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო წლებში Tako კარგ ფულს შოულობს რუსოფობიით. ეჭვგარეშეა, რომ მას დაევალა ამ ვერსიის გაჟღერება, ვითომდა, როგორც პრევენცია, და თუ სააკაშვილს მართლაც მოწამლავენ, ოპოზიცია ამაში დაადანაშაულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელმაც, ვითომდა, შეასრულა კრემლის, კერძოდ, პუტინის მითითებები, რომლის „პირადი პატიმარიც“ არის სააკაშვილი.

საქინფორმისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი 24 საათის განმავლობაში იმყოფება ვიდეოკამერების მიყურადების ქვეშ, მაგრამ მაინც მოუწოდებს რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას, გაზარდოს სიფხიზლე პაემნების დროს და განსაკუთრებით შეამოწმოს წყალი, რომელსაც სააკაშვილი იყენებს.