რედაქტორისგან
სააკაშვილს ლომკები დაეწყო, ყვირის და არაყს მოითხოვს - არნო ხიდირბეგიშვილი

   სპექტაკლი ვითარდება იმ სცენარის შესაბამისად, რომლის შესახებაც ჟურნალისტებს სააკაშვილის დაკავების დღეს - 1 ოქტომბერს მოვუყევი.

ციხესთან რამდენიმე ასეული გულშემატკივრის მიერ გამართული მიტინგების გარდა, სააკაშვილმა ვერ შეძლო რუსთაველზე „მრავალათასიანი კოლონების“ მიყვანა, რასთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტარებმა აღიარეს, რომ მან, როგორც პოლიტიკოსმა, საქართველოში გავლენა დაკარგა. ამასთან ერთად იზრდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახოცილი ადამიანების ოჯახებისა და ნათესავების პროტესტი.

მოვლენებს პრაქტიკულად ჩამოშორდა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რომლესაც სუს–მა მიაწოდა უდაო მტკიცებულებები, რომ სააკაშვილი აპირებდა მისი „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენებას. ნიკა მელია ძალიან ნანობს, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტარის მანდატი დატოვა, იმიტომ რომ პარტიაში, სააკაშვილის, თუნდაც ციხეში, დაბრუნების შემდეგ მას ლიდერად არ თვლიან.

ასევე, სააკაშვილის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია, რომლესაც სუს–მა მიაწოდა უდაო მტკიცებულებები, რომ სააკაშვილმა შეუკვეთა მასი და გაბუნიას მკვლელობა, რათა მათი დაღუპვა პროვოკაციად გამოეყენებინა და ამაში ხელისუფლება დაედანაშაულებინა, ყველა ახალი ინფორმაცია სააკაშვილი გარემოცვიდან სუსში მიაქვს.

დასტურდება ინფომაცია, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა დაწვრილებით იცოდნენ სააკაშვილის ყველა გადაადგილების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ მელიას ან/და გვარამიასგან, რომლებმაც, თავის მხრივ, ამის შესახებ სააკაშვილის მონურად ერთგული ეკა ხერხეულიძისგან შეიტყვეს, რომელსაც სააკაშვილი თავად ურეკავდა. სააკაშვილი ინსტინქტურად არ ენდობა საკუთარი გუნდის უმრავლესობას, მათ შორის მელიას, გვარამიას და ეგზალტირებული ფანატების რაზმსაც Tako-ს მეთაურობით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი არაორდინარული ნაბიჯისთვის - პაიმნებზე და ციხის გარეთ. მათი განცხადებით, სააკაშვილის სალიკვიდაციოდ, პუტინმა საქართველოში ქილერი გამოგზავნა (როგორც ჩანს, სააკაშვილს და მისი პარტიის წევრებს დაავიწყდათ, რომ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა რუსეთის პრეზიდენტის რეკომენდაციით დაუბრუნა). ბევრი ნარკომანის მსგავსად, სააკაშვილმა ნარკოტიკებს არაყს აყოლებს, სწორედ ამას აკეთებდა კონსპირაციულ ბინაში გამოძახებული ქალების მოლოდინში. გავიდა შიმშილობის ერთი კვირა, სააკაშვილი ყვირის და არაყს ითხოვს, რადგან მის მხარდამჭერებს შეეშინდათ მისთვის საკანში ნარკოტიკების შეტანის.

   როგორც მისი დაკავების დღეს ტელეინტერვიუში განვაცხადე, აამოქმედეს კათოლიკოს-პატრიარქის ფაქტორიც - გუშინ უწმინდესის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სააკაშვილი ციხეში მოინახულა ილია მეორის თხოვნის გადასაცემად, შეეწყვიტა შიმშილობა "როგორც არაქრისტიანული ქმედება". მაგრამ სააკაშვილი ათეისტია, ამიტომ უგულებელყო პატრიარქის თხოვნა: „გადაეცით პატრიარქს, უკეთესია ჩემი ჯვარი დამიბრუნონ!“ (ჯვარი სააკაშვილს შინაგანაწესის სრული შესაბამისობით ჩამოართვეს, ის იყო ოქროსი, ოქროსავე ძეწკვზე, რითაც სააკაშვილს შეეძლო საკუთარი თავისთვის განზრახ ზიანის მიყენება, მაგალითად, გადაყლაპვა).

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი კიევში გაფრინდა, რათა ზელენსკის გადაეწყვიტა - რა ექნა შემდგომ უკრაინის მოქალაქესთან, რადგან სააკაშვილი გამუდმებით ყვირის - "დამაბრუნეთ უკან!". მიუხედავად სააკაშვილის გულისამაჩუყებელი წერილისა უკრაინის პრეზიდენტისადმი, იმაზე შორს, რომ "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას" და "არ ჩავერევით საქართველოს შიდა საქმეებში", ოფიციალური კიევი, ვაშინგტონისა და ბრიუსელის მსგავსად, არ წავიდა.

   დგება კულმინაციური მომენტი: გათვლა, რომ მშიერი მიშა, არაყისა და კოკაინის გარეშე, მიაღწევს არჩევნების მეორე ტურამდე, ეს კი ჯამში ერთი თვეა - 30 ოქტომბრამდე, რომელშიც, თითქოსდა მისი პარტია გაიმარჯვებს და ნაცები ტრიუმფით, ხელში აყვანილს გამოიყვანენ სააკაშვილს ციხიდან, არარეალურია. უფრო მოსალოდნელია - კუბოთი, თუ ის ნამდვილად შიმშილობს, რაც ძალიან საეჭვოა.

მეტია ალბათობა, რომ სააკაშვილი, მორიგი ისტერიკისას გაითამაშებს გონების დაკარგვას, პირიდან ქაფი წამოუვა და კონვულსიებით დაიკრუნჩხება, და, შესაბამისად, ცნობენ შეშლილად. როგორც შეშლილს, მას, იძულებით, წვეთოვანის ქვეშ, გადაიყვანენ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ კი მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გაგზავნიან. სავარაუდოდ - ეს იქნება ერთ -ერთი ევროპული ან ამერიკული კლინიკა, სადაც მას ბიძა თემური და ოჯახი დახვდება. ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აშშ–ში მუდმივად საცხოვრებლად დარჩენა, სადაც მას მდიდრული აპარტემენტები აქვს ნაყიდი, ყოველ შემთხვევაში - იქამდე, სანამ სკანდალი ჩაცხრება და ის შეძლებს დაბრუნდეს კიევთამ 20 კმ-ში მდებარე ვილაში (არანორმალური და მთლიანად დისკრედიტირებული სააკაშვილის დაბრუნება უკრაინის ხელისუფლებაში ვერ მოხდება).

უახლოეს დღეებში კი სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუჩის აქციების ორგანიზება თბილისში იტვირთა ირინა სარიშვილმა – იგორ გიორგაძის მოძრაობის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ქართული პოლიტიკის მოჰიკანმა. ის ძვირს არ იღებს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 8 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი