პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ინფორმირებული ვართ მიხელი სააკაშვილის დაკავების შესახებ. მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.