საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.
„ფორმულას“ დაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმა „ედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების თანახმად, დედაქალაქის მერობის კანდიდატები კახა კალაძე – 43%; ნიკა მელია – 39%; გიორგი გახარია – 7%; ანა დოლიძე – 4%; ანა ბიბილაშვილი – 2%; გიორგი ლომია – 1%; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – 1%.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 46%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%; „საქართველოსთვის“ – 6%; „ევროპული საქართველო“ – 2%; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2%; „ლელო“ – 2%; „მესამე ძალა“ – 1%;
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.
ტელეკომპანია „იმედი“ – „გორბის“ მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობით, პარტიული რეიტინგი: „ქართული ოცნება“ – 47,6% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%; „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ – 6,8%; „ლელო“- 2,8%. „ლელო“ – 2,8%; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2,8%; „ევროპული საქართველო“ – 2,6%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,8%; „პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%; „მესამე ძალა“ – 1,3%; „მოქალაქეები“ -1%;
თბილისის მერობის კანდიდატები კახა კალაძე – 51,3%; ნიკა მელია – 34,6%; გიორგი გახარია – 5,6%; ანა დოლიძე 3,1%; ანა ბიბილაშვილი – 2%; გიორგი ლომია – 1%; რიჩარდ ოგბუნუჯუ – 0.6; თამარ კეკელიძე – 0.2%; სხვა კანდიდატი – 1.6%.
„გორბის“ ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარობდა. გამოკითხული რესპონდენტები შერჩეულნი იყვნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. სულ გამოიკითხა 11 000 ამომრჩეველი. შედეგების ცდლომილება 95%-იანი სანდოობით ვარირებს, +/-3.
„მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ კომპანია IPSOS-გლობალს დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემებით, პროპორციული სიით თბილისში პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 38.6%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 33%, „საქართველოსთვის“ – 7.6%, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ – 4.8%, „ლელო“ – 4%; „ხალხისთვის“ – 2%; „გირჩი“ – 1,6%; „მოქალაქეები“ – 1,1%; „ევროპული საქართველო“ – 1,0 %; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,0%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 0,9%; „მესამე ძალა“ – 0,8%.
ამასთან, ეგზიტპოლის მიხედვით, პირველ ადგილზეა ნიკა მელია – 40.8%, კახა კალაძე – 40.2%, გიორგი გახარია – 8.79%; ანა დოლიძე – 3,5 %; ანა ბიბილაშვილი – 2,6%.
კვლევის ცდომილება +/-3 პროცენტია.