საზოგადოება
ნონა თოლორაია: „სამეგრელოში პოლიციელთა თავხედობას საზღვარი არ აქვს“

nona_toloraiaროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნონა თოლორაიამ, სამეგრელოს რეგიონში პოლიციელთა თავხედურ საქციელსა და ქმედებებს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.

„სამეგრელოში პოლიციელთა თავხედობას საზღვარი ნამდვილად არ აქვს. ამ დღეებში განუსაზღვრელი ძალაუფლებებისაგან თავბრუდახვეულმა პოლიციელებმა ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში სროლა ატეხეს. ავტომანქანის მიმართულებით სამჯერ გაისროლეს, რომელშიაც იმყოფებოდა მამა ანდრია და მისი მცირეწლოვანი შვილი. პოლიციელთა მიერ ძალადობის ფაქტები ძალიან გახშირდა, ისინი ძალადობენ ქუჩაში, ძალადობენ ახალგაზრდებზე, არ ერიდებიან თვით ქალების ცემასაც“, – აღნიშნა ქალბატონმა ნონა თოლორაიამ. მისი თქმით, პოლიციელთა ასეთი თავხედური და უმსგავსო ქმედებები წახალისებულია ხელისუფლების მიერ და ეს ხდება მაშინ, როცა საქართველო ევროპაში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნადაა წარმოჩენილი.