პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა გუშინდელ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

„თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს, კერძოდ,

მთაწმინდა

ზურაბ აბაშიძე „ქართული ოცნება“- 55,6%

თენგო კირთაძე ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია- 24,8%

ვახტანგ (ვატო) გვაზავა „საქართველოსთვის“- 9,3%

საბა ბუაძე „ლელო“ - 6,1%

სხვა კანდიდატები- 4,2%

ვაკე

გიორგი ტყემალაძე „ქართული ოცნება“- 57,3%

ბათუ ქუთელია ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია- 25,9%

მედეა მეტრეველი „ლელო“- 6,6%

მერაბ მაჭავარიანი „საქართველოსთვის“- 6,4%

სხვა კანდიდატები - ,8%

საბურთალო

ავთანდილ ცინცაძე „ქართული ოცნება“- 59,8%

ბორისი ყურუა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია - 21,5%

ვახტანგ (ვატო) სურგულაძე „ლელო“-7,5%

მიხეილ ნაბიჯაშვილი „საქართველოსთვის“- 4,5%

სხვა კანდიდატები -6,7%

დიდუბე

გივი ჩხარტიშვილი „ქართული ოცნება“ - 52,8%

ნიკა მოსიაშვილი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია - 31,6%

გიორგი ქაჯაია „საქართველოსთვის“ - 7,9%

დიმიტრი აბაშიძე „ლელო“- 2,1%

სხვა კანდიდატები - 5,6%

ნაძალადევი

ირაკლი ხელაძე „ქართული ოცნება“- 59,5%

ბადრი გრიგალაშვილი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია - 26,2%

გალაქტიონ ღუდუშაური „საქართველოსთვის“- 6,2%

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი „ლელო“- 2,9%

სხვა კანდიდატები - 5,2%

გლდანი

კონსტანტინე ზარნაძე „ქართული ოცნება“- 51,2%

ელენე ხოშტარია ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია - 32,4%

ნათია მეზვრიშვილი „საქართველოსთვის“ - 6,7%

თამარ ადამია „ლელო“- 3,4%

ნანა ტოხვაძე „მესამე ძალა“- 1,4%

სხვა კანდიდატები - 4,9%

ჩუღურეთი

ზურაბ ჩიკვილაძე „ქართული ოცნება“- 59,8%

გიორგი ნონიაშვილი „ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია“- 27,5%

რუსუდან თევზაძე „საქართველოსთვის“- 5,6%

კახაბერ ჟღენტი „ლელო“- 5,3%

სხვა კანდიდატები - 1,8%

კრწანისი

ლევან ჯაფარიძე „ქართული ოცნება“- 57,8%

თამაზ ახობაძე ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) - 26,3%

ზურაბ რეხვიაშვილი „საქართველოსთვის“- 7,4%

თაზო დათუნაშვილი „ლელო“- 2,4%

სხვა კანდიდატები- 6,1%

ისანი

კახაბერ ლაბუჩიძე „ქართული ოცნება“- 58,6%

ბესო დონაძე ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია- 30,8%

დავით გოგიძე „საქართველოსთვის“- 5,5%

ლანა გალდავა „ლელო“- 1,7%

სხვა კანდიდატები - 3,4%

სამგორი

რევაზ სოხაძე „ქართული ოცნება“- 53,9%

დავით ჟღენტი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია- 31,2%

კახაბერ ქემოკლიძე „საქართველოსთვის“- 7,6%

ვახტანგ იაშვილი „მესამე ძალა“- 2,4%

სხვა კანდიდატები - 4,9%

კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 50 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

„ქართული ოცნება“- 32

„ნაციონალური მოძრაობა“ - 11

„საქართველოსთვის“- 2

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1

„ლელო“- 1

„მოქალაქეები“ - 1

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერით, კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად, გაიმარჯვებს თბილისიც“, - განაცხადა ამილახვარმა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.