პოლიტიკა
სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე შეხვედრის მთავარი თემაა „დემოკრატიზაცია ევროპასა და ევროპის სამეზობლოში“.
დღევანდელი სამუშაო დღის განმავლობაში 3 სესიაა დაგეგმილი. დღევანდელ სესიაზე სიტყვით ევროპარლამენტის პრეზიდენტი იაჟეკ ბუზეკი გამოვა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციისა და ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ესენი არიან: ევროპის პარლამენტი, დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სომხეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, იტალია, კორეა, ლატვია, ლიტვა, მაროკოს სამეფო, პოლონეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე, საქართველოს მთავრობის ყველა უწყების წარმომადგენელი. ფორუმს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.