უცხოეთი
ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანი, სომხეთის მიერ მის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში აგრესიული პოლიტიკის განხორციელების მიუხედავად, მზადაა მეზობელ ქვეყანასთან საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებისთვის - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ფინელ კოლეგა პეკა ჰაავისტოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„მინისტრმა ისაუბრა სომხური მხარის მიერ აღნიშულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან დესტრუქციებზე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე, ნაღმებისგან შექნილი საფრთხის შესახებ და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ჩატარებული სარესტავრაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, სომხეთის მიერ მის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში აგრესიული პოლიტიკის განხორციელების მიუხედავად, მზადაა მეზობელ ქვეყანასთან საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებისთვის “, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

interpressnews.ge