რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მთელ მსოფლიოში უსმენენ დიპლომატებს, ამხელენ შპიონაჟში და აძევებენ ქვეყნიდან! რა საერთოა გამსახურდიას, ჭაჭიას, მელიასა და გახარიას შორის

   როგორც უკვე განვაცხადე, სააკაშვილმა და მისმა თანაზრახველებმა მოიპარეს სუს–იდან საიდუმლო თვალთვალის ამსახველი ფაილები, რომელთაგან ბოლო დათარიღებულია მიმდინარე 2021 წლის თებერვლით და მათი ნაწილი გაავრცელეს. ეს რომ მათი ნამოქმედარია, ადასტურებს ის ფაქტი, რომ წერილი იმ საიტის ბმულით, სადაც მოპარული მასალები აიტვირთა, ელექტრონული ფოსტით მიიღეს მხოლოდ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადმა ოპოზიციურმა ტელევიზიებმა. სააკაშვილმა&კომპანიამ ვერ გაბედეს ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხვა მედიისთვის და ამაში რუსეთი დაადანაშაულება - რუსი IT-სპეციალისტები მყისიერად მიაგნებდნენ მათ კვალს! თუმცა მათ ვერ მოახერხეს ქართველი ხალხის აღშფოთების გამოწვევა და თავიდან ვერ აიცილებენ პასუხისგებაუმძიმესი დანაშაულებისთვის - სახელმწიფო ღალატისა და შპიონაჟისთვის!

   მომხდარის კომენტირებისას (ფაილებს შორის კი იყო საქართველოში აკრედიტებული საელჩოების თანამშრომელთა საუბრების რამდენიმე ჩანაწერი) ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ეს ვენის კონვენციის დარღვევაა და მიუღებელია პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო ევროკავშირში საქართველოს ელჩი დაიბარეს ბრიუსელის სათაო ოფისში, სადაც ევროკავშირის პოზიცია გააცნეს.

   ჰარცელის განცხადებაცა და საქართველოს ელჩის გამოძახებარუტინული პროცედურაა - ევროკავშირს რაღაც რეაგირება ხომ უნდა მოეხდინა?! მსგავსი განცხადებით - რომ მეგობრები დემოკრატიული ქვეყნებიდან სე არ იქცევია - ევროპამ რეაგირება მოახდონა აშშ – ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გერმანიის კანცლერი მერკელის მიყურადების გახმაურებულ ფაქტს. მაგრამ ქართულმა ოპოზიციამ ატეხა საშინელი სკანდალი, იმ იმედით, რომ ქართველი ხალხი პროპაგანდით, დეზინფორმაციითა და გაჭირვებით უკვე ცხვრების ნახირის მდგომარეობამდეა მიყვანილი. საშინელი საერთაშორისო სკანდალი! უპრეცედენტო შემთხვევა! ხელისუფლებამ დაარღვია ვენის კონვენცია!” - ყვირიან ერთიმეორის მიყოლებით ტელეეკრანზე ისტერიული ოპოზიციონერები და სააკაშვილის თვალში იწერენ ქულებს, რომლების უდავოდ მონეტიზებული იქნება. თუმცა, თავს დავდებ, რომ არცერთ მათგანს არ წაკითხავს ვენის კონვენცია - წინააღმდეგ შემთხვევაში დააზუსტებდა, თუ კერძოდ, ვენის კონვენციის რომელი დებულება დაარღვია სუს–მა.

ეს სულაც არ არის გასაკვირი - საქართველოში ყოველთვის იყვნენ დებილები, ტურტლიანი ბანძები და გოიმები, უბრალოდ დღეს მათ ნეხვივით ბევრი ფული აქვთ, შეიძინეს საპარლამენტო მანდატები, დაირქვეს პოლიტიკოსები და ზედაპირზე ამოტივტივდნენ! გასაკვირი სხვა რამეა - საქართველოში არ გამოჩნდა არც ერთი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი, ვინც პირდაპირ ტელეეთერში დაჯდებოდა WikiLeaks– ის მასალებით ხელში და შეახსენებდა თანამემამულეებს ქრესტომათიულ მაგალითებს - თუ როგორ უსმენენ ნებისმიერ შემდგარ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ტექნიკური დაზვერვის საშუალებები, დიპლომატებს, რომელთაგან ბევრი სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან და შპიონაჟით არიან დაკავებულნი! დამტკიცების შემთხვევაში მათ ქვეყნიდან აძევებენ 24 საათის განმავლობაში და ასეთი პრეცედენტები ძალიან ხშირად მეორდება. ზედმეტად მიმაჩნია იმის შეხსენება, რომ თუ მათ ფარულად არ უთვალთვალეს, არ მოუსმინეს და არ გადაიღეს, შპიონაჟის ფაქტების დადგენა შეუძლებელი იქნებოდა! აი ეჭვებზე დაფუძნებულ უსაფუძვლო ბრალდებებს კი ნამდვილად შეძლია საერთაშორისო სკანდალის გამოწვევა!

   თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა როდია, როდესაც ოპოზიცია აბუჩად იგდებს ქართველ ხალხს და შედეგად თავად რჩება შერცხვენილი. აი ნახეთ - სააკაშვილის პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა - არაადეკვატურმა ნიკანორ მელიამ, თავისი ნარკომანი პატრონის - სააკაშვილის გულის მოსაგებად, აიძულა ხნიერი მამა - ანზორ მელია (მთელს საქართველოში ცნობილი ექიმი, კარდიოკლინიკა „გულის” დამფუძნებელი, რომელმთელი ცხოვრება დახმარებას უწევდა ადამიანებს პარტიული კუთვნილების მიუხედავად), კენჭი ეყარა სააკაშვილის პარტიიდან ზუგდიდის მერად. და აი უბედური მამა, რომელმაც უარის თქმა ვერ გაბედა თავისი ერთადერთი შვილისთვის, სიბერეს რომ ულამაზებს არაჩვეულებრივი შვილიშვილებით, დაკავებულია ამ უმადური და მისთვის უცხო საქმით, ყოველდღე უშვებს მიუტევებელ შეცდომებს თავის გამოსვლებში! მტკივნეულია იმის დანახვა, თუ ბატონი ანზორი, რომელმაც მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და არასოდეს ყოფილა რუსოფობი, თავის ყოველ გამოსვლაში როგორ იძულებით მიდის საკუთარი სინდისის წინააღმდეგ და რუსებს კაციჭამიებს უწოდებს; როგორ იბნევა, როცა პასუხობს ჟურნალისტებს - რამდენია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის სათავეში ჩადგომაც განუზრახავს, და რამდენი სოფელიიქ, რადგან მან ეს არ იცის! მაგრამ ერთ დღეს, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, მას გულწრფელად აღმოხდა - აქაოდა, რუსები არ არიან დამნაშავე იმაში, რაც აფხაზეთში მოხდა, არა, ეს ქართული შეიარაღებული დაჯგუფებების, "მხედრიონის" ბრალი!

   განსაკუთრებით შემაცბუნებელია, როდესაც ბატონო ანზორი ანტირუსულ სიტყვებს წარმოთქვამს სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას ძეგლთან - სახალხო მოძრაობსამეგრელოს“ დამფუძნებლის, ალექსანდრე იას სახსრებით შექმნილ სკულპტურასთან, რომლის ორიგინალი ამშვენებს ზუგდიდის ცენტრს! მოსკოვში მცხოვრებ ოჩამჩირის თვალსაჩინო მკვიდრს, აკადემიკოსს, პროფესორსა და მეცნიერებათა დოქტორ იას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხანმოკლე მმართველობისას იკავებდა საპასუხისმგებლო სახელმწიფო პოსტს, უკანონოდ ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა - მაგრამ არა პრეზიდენტსააკაშვილს, რომლის რეჟიმის დაუნდობელი კრიტიკოსიის გახლდათ, არამედ პრემიერმინისტრი გახარიას მიერ! ამ სამარცხვინო აქტის იდიოტური დაუსაბუთებელი საფუძველი გამოიგონეს გახარიას მაღალჩინოსანმა მეგობრებმა სუს–იდან, რომლებმაც მასთან ერთად დატოვეს სახელმწიფო სამსახური და შეუერთდნენ ოპოზიციას მიმდინარე 2021 წლის თებერვალში, სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელიასადმი სოლიდარობის ნიშნად.

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 23 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

(გაგრძელება იქნება)