პოლიტიკა
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე მიმდინარე წლის 27-29 ივნისს თბილისში სამდღიანი სემინარი გაიმართება. ღონისძიება საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით ეწყობა.
ამასთან, სემინარში მონაწილე ჟურნალისტებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ დამოწმებული სერტიფიკატები გადაეცემათ.