პოლიტიკა
გიორგი გახარია: ვადასტურებ, რომ „ოცნება“ განაცდა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ღარიბაშვილს არავინ ეკითხება. თუ რაიმეს თავი ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მაშინ შეეძლო ამ კითხვის დასმა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის გახარიას ხელწერა“.

გიორგი გახარიას თქმით, „ქვეყნის პირველი პირის სახით „ოცნება“ განაცდა“.

„ღარიბაშვილს არავინ ეკითხება. ღარიბაშვილს თუ რაიმეს თავი ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მაშინ შეეძლო ამ კითხვის დასმა. იმის მაგივრად, რომ ეთერში დაჯდეს და იქ რაღაცები იჭორაოს, წაიკითხოს გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობდა როგორც პარლამენტის, ასევე პროკურატურის ფარგლებში, ასევე ამ ყველაფრის საერთაშორისო შეფასებები. სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით „ოცნება“ განაცდა. დღეს ჩამიგდეს, გიგა ბოკერია და ღარიბაშვილი ზუსტად ერთი და იგივეს ლაპარაკობენ, ზუსტად ერთი და იგივე ნარატივია. მე ვადასტურებ, რომ ჩვენდა საუბედუროდ, „ოცნება“ განაცდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.