აქტუალური
„ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბრამდე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე „ლელოს“ ინიციატივას არ უერთდება

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. 2 ოქტომბრამდე დარჩა რამდენიმე დღე. მე პირადად, წინააღმდეგი ვარ, იმ თავყრილობაში მივიღოთ მონაწილეობა. 2 ოქტომბრამდე ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მელიას თქმით, „2 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახალი არჩევნები ჩაინიშნება, პარლამენტში ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია.

2 ოქტომბრამდე დარჩა რამდენიმე დღე. მე პირადად, უბრალოდ წინააღმდეგი ვარ, იმ თავყრილობაში მივიღოთ მონაწილეობა. 2 ოქტომბრამდე ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. 2 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება ქართველი ხალხის სახელით, მანამდე არის ძალიან ბევრი სამუშაო ველზე. 2 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები, და აუცილებლად ჩაინიშნება, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას კომისიებიც, თუ საჭირო იქნება და ..

ნაციონალური მოძრაობისარც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, არიან რაიონებში, რეგიონებში, არიან ველად და თითოეული დღე არის საჩუქარი ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები მოწყდნენ მუშაობას, ჩამოვიდნენ თბილისში და მიიღონ მონაწილეობა, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ამ თემაზე ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგის დროს უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.