უცხოეთი
მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და ჰოსპიტალიზებულია

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა, - ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჯავის რაიონში, ჯიოევის კუთვნილ ბაღში მოხდა.

ჯიოევი თავდაპირველად ცხინვალის საავადმყოფოში, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

interpressnews.ge