უცხოეთი
„თალიბანმა“ მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაციას „Ariana News“ ავრცელებს. მუჯაჰიდის განცხადებით, „თალიბანის“პოლიტიკური ფრთის წევრი მულა აბდულ ჰაკ ვასიკი ავღანეთის დაზვერვის მინისტრად დაინიშნება.

მისივე ინფორმაციით, ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მულა მოჰამად ჰასან ახუნდი შეასრულებს.

მინისტრთა კაბინეტის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი მულა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრი „თალიბანის“ დამფუძნებლის დამფუძნებლის ვაჟი - მუჰამად იაქუბ მუჯაჰიდი იქნება. შსს-ს სირაჯუდინ ჰაქანი ჩაიბარებს. კულტურის მინისტრი ზაბიჰულა მუჯაჰიდი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს მულა ამირ ხან მუთაქის ჩააბარებს. განათლების მინისტრი შეიხი მავლანი ნარულა მუნირი იქნება, ეკონომიკის სამინისტროს მუჰამად ჰანიფი უხელმძღვანელებს, ცენტრალურ ბანკს - მულა მოჰამად იდრისი.

interpressnews.ge