აქტუალური
ლეიბორისტების ლიდერი ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრება

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხალხის რუსთაველის გამზირზე გამოყვანით იმუქრება.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 14 აგვისტოს შეწყვიტა. აკრძალვა, რომელიც 4 სექტემბრამდე გაგრძელდება, ეხება საქართველოს დიდ ქალაქებს – თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს.

ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისთვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი... თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება, საქალაქო ტრანსპორტი თუ არ გაიხსნება, რუსთაველზე უნდა დავუძახოთ ხალხს“, – განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.