რედაქტორისგან
რჯულგანდგომილი სააკაშვილი. რაზე დუმს ქართული ეკლესია - არნო ხიდირბეგიშვილი

     საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ტრაგიკული ფურცლებითაა ნაქსოვი - გმირულით სამართლიანად ვამაყობთ, სამარცხვინო გვირჩევნია არ გავიხსენოთ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, წმინდანებად შერაცხავს მათ, ვინც უდრტვინველად მიიღეს წამება და სიკვდილი, მაგრამ არ უღალატეს ქრისტიანულ სარწმუნოებას. მათ შორის იყვნენ მეფეებიცა და უბრალო მორწმუნეებიც, რომელთა სახელები ისტორიამ ვერ შემოინახა, საკმარისია გავიხსენოთ ათნი ბევრნი მოწამენი, რომელთა შორისაც, სავარაუდოდ, იყვნენ არა მხოლოდ ქართველები, სომეხი წმიდა დიდმოწამე შუშანიკი.

მაგრამ იყვნენ რჯულგანდგომილებიც, რომლებიც უბრალოდ ფიზიკურ გადარჩენას ამჯობინებდნენ, და რენეგატები, რომლებიც გაცნობიერებულად უარს ამბობდნენ ქრისტიანობაზე სიმდიდრის, მაღალი თანამდებობისა და სარფიანი ქორწინების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ საპატრიარქო და წმინდა სინოდი არ ახსენებენ ქართველ ხალხს საქართველოს ისტორიის ამ ჭკუის სასწავლ ფურცლებს და ამჯობინებენ ჩაერთონ სულიერ მოძღვართათვის არატრადიციულ პოლემიკაში მართლმადიდებლობის, ქართული ეკლესიისა და მისი წინამძღვრის მგმობელ ათეისტებთან – სააკაშვილის ოპოზიციასა და ტელეკომპანიებთან, ომბუდსმენსა და ე.წ. სამოქალაქო სექტორის – NGO–ების, LGBT–თემის წარმომადგენლებსა და სხვა ღვთისმგმობლებთან, რომლებიც მიზნობრივ გრანტებს გამოიმუშავებენ მართლმადიდებლობის, როგორც ერთმორწმუნე რუსეთთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ხიდის, დისკრედიტაციისათვის. მღვდელმა უნდა ქადაგოს ამბიონიდან და არ დაეშვას კამათის დონეზე ტელესტუდიაში, ხოლო მრევლმა უნდა ირწმუნოს ქადაგებების, როგორც აქსიომის, რადგანაც ყველაზე გამოჩენილ ადამიანურ გონებასაც კი არ ძალუძს შეიმეცნოს წმინდა საიდუმლოთა და უფლის მიერ შექმნილი სამყაროს უსასრულობა.

   ამავდროულად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, ილია მეორის წყალობით, საქართველოში ტრადიციულად სარგებლობს უფრო დიდი გავლენით, ვიდრე ნიბისმიერი საერო ხელისუფლება, ვალდებულია განასხვავოს კარგი ცუდისგან და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქადაგებებში, ეპისტოლებსა და განცხადებებში, ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში და არა ტელედებატებში. ამას გასაოცარი ტაქტით აკეთებდა უბრძნესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე წმინდანად აღიარა.   მაგრამ, უწმიდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ადეკვატურია მისი ასაკისა და ტიტანური შრომის, ეს როლი დღეს უნდა იტვირთონ საპატრიარქომ, სინოდმა, ქართული სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ. ბუნებრივია - უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, რომელიც მთელი საქართველოს სულიერი მამა და სიმდიდრეა, მთელი ქართველი ხალხის, ეკუთვნის მთელ ქართველ ერსდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს, და არა მხოლოდ საპატრიარქო რეზიდენციის მსახურებს, რომლებმაც, ვითომდა პანდემიის გამო, შექმნეს პატრიარქის ირგვლივ წვდომის განსაკუთრებული რეჟიმი საკუთარი შეხედულებისამებრ, რითაც ყოველდღიურად კლებენ საქართველოს 88 წლის ილია მეორის სიბრძნეს, რაც დანაშაულია მთელი მართლმადიდებელი სამყაროს წინაშე.

   ამ თემას შევეხე იმიტომ, რომ ერთ თვეში კრიმინალურ-პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერმაც უარი თქვა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობაზე, არამედ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზეც, იმედოვნებს დაბრუნდეს საქართველოს ხელისუფლებაში! რატომ დუმან სინოდი და საპატრიარქო?! როგორ შეიძლება რენეგატს, დეგენერატსა და სექტანტს ჰქონდეს მეფობის პრეტენზია იბერიის წმინდა მიწაზე - იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ I საუკუნიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველსა და მთავარ წილხვედრზე?! მსოფლიოს რომელ ქვეყანაში აცხადებს ხელისუფლებაზე პრეტენზიას პარტია, რომლის ლიდერითავიდან ფეხებამდე სრულიად კომპრომეტირებულია?! კვლავაც ხომ არ განიცდიან სააკაშვილისადმი იეტეტს პატრიარქის ახლოეს გარემოცვაში, ხომ არ გადასცემენ ინფორმაციას კიევში, საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებაში ექს-პრეზიდენტის დაბრუნების იმედით?!

   ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, შევახსენებ: ჩადენილი ცოდვებისათვის, ბანდფორმირებების შექმნისათვის, რომლებიც სადისტურად ატერორებდნენ საქართველოს მოსახლეობას და მოკლეს მისი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ღმერთმა ქართველებს სასჯელი გამოუგზავნა - 2003 წელს რესპუბლიკას სათავეში ჩაუდგა მიხილ სააკაშვილი, ფსიქიკურად დაავადებული ყმაწვილი, რომელიც უამრავი მანკიერებითა და ფობიით იტანჯებოდა, რისგანაც დღემდე არ გამოჯანმრთელებულა. ამიერიდან სადამსჯელო ოპერაციებს არა „მხედრიონი“, არამედ სააკაშვილის „ზონდერები“ ახორციელებდნენ. ხელისუფლებაში ყოფნის მთელი 9 წლის განმავლობაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ღალატობდა ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ სააკაშვილების ოჯახში, რომლის სულიერი მამაც შემთხვევით როდი იყო მოღალატე და ერეტიკოსი, პოლიტ-მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ღალატი ნორმად ითვლებოდა: ბიძა „ცე-რე-უ“-ს მიერ გადაბირებული “კა-გე-ბე“-ს პოლკოვნიკი თემურ ალასანია, დედა – თურქეთის დაზვერვის მიერ გადაბირებული სუკ-ის აგენტი გიული ალასანია, ცოლი - “ცე-რე-უ“-ს ჯაშუში, პროტესტანტი და ჰოლანდიელი სანდა რულოვსი.

   2013 წელს სააკაშვილი გააძევეს საქართველოდან და ის მთელ მსოფლიოში დაეხეტებოდა. ბიძამისთან აშშ–ში და მეუღლის მშობლებთან ნიდერლანდებში დიდხანს ვერ დაყოვნდა, მიიღო რა დავალება – გაემეორებინა "ფერადი რევოლუცია" უკრაინაში, როგორც საქართველოში - სააკაშვილი დასახლდა კიევში, სადაც უწინ მსახურობდა სსრკ -ს „კა-გე-ბე“-ს სასაზღვრო ჯარებში და დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, საიდანაც მალევე გააძევეს ამარცხინოდ და უკრაინის მოქალაქეობაჩამოართვეს!

შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პასპორტისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეშე მყოფმა სააკაშვილმა უღალატა საქართველოს არა ცხელ გულზე, გაძევების გამო თავის თანამემამულეებზე განაწყენებულმა, არამედ გაცნობიერებულად: იმის ნაცვლად, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და ეთხოვა შეწყალება (რასაც ის აუცილებლად მიიღებდა მაშინდელი პრეზიდენტი მარგველაშვილისგან), ან თუნდაც თხოვა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება, საქართველოს ექს–პრეზიდენტმა 2019 წელს უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლდიმირ ზელენსკის სთხოვმისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება, ხოლო ზელენსკიმ, ვლადიმერ პუტინირჩევით, დააკმაყოფილმისთხოვნა! ამით რენეგატი სააკაშვილი დაემსგავსა ისტორიაში ცნობილ რჯულგანდგომილებს ქართველებსდა არაქართველებს, წარჩინებულ დიდგვაროვნებს, რომლებიც, ძალაუფლებისა და ფულის გულისთვის შეგნებულად მოექცნენ სხვა რჯულზე და ოკუპანტი სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ.

   ვიმეორებ: ორჯერ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა უღალატა არა მხოლოდ თავის ხალხსა და სამშობლოს (უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტიც იყო და რომელიც მან 20% -ით შემცირებული ტერიტორიით დატოვა), არამედ მართლმადიდებლურ სარწმუნოებასაც - საქართველოს სიმბოლოს! დატოვა რა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღი, სააკაშვილი, როგორც ეს შეეფერება კიევის ხელისუფლების მაღალჩინოსანს, გახდა სქიზმატურიუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისმრევლი, ანუ სექტანტი. კანონიკური უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია", ან "უკრაინის წმინდა ეკლესია", როგორც მას უწოდა სტამბულელმა ბართლომეოსმა - მირონით მოვაჭრემ ფანარის კვარტალიდან (არ აგერიოთ წითელი ფანრების კვარტალში სააკაშვილის მეუღლის სამშობლოში). "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია", ან "უკრაინის წმინდა ეკლესია" არის ცრუ–ეკლესია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგზარქატი, რომელიც თურქეთის იურისდიქციის ქვეშაა! ხოლო თურქეთის მოქალაქე, თურქეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, ამჟამად კი სტამბულის ბერძნული კვარტლის ლიდერი ბართლომეოსი, რომელსაც თავად თურქეთი "მსოფლიო პატრიარქად"არ აღიარებს, განხეთქილების ჩამომგდები და ავანტიურისტია, რომელმაც პოროშენკოს ავტოკეფალიის შესახებ ყალბი ტომოსი 25 მილიონ დოლარად მიჰყიდა, და, ამასთან, უკრაინული სამწყსოც მიიღო! ამით სხიზმატიკოსმა უდიდესი ცოდვა ჩაიდინა - მან ქრისტეს განუყოფელი სხეული - ქრისტეს ეკლესია, ამ შემთხვევაში, უკრაინული - ორ ნაწილად გაჰყო, რადგან რუსოფობიული პროპაგანდით თავბრუდახვეული, რწმენაში არამყარი მრევლის შთამბეჭდავი ნაწილი, ერეტიკოს ეპიფანეს კალთის ქვეშ მოექცა!

   თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს არა მხოლოდ მოღალატე სააკაშვილთან, რომელიც პიარის გამო ახალ "უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში" საჯაროდ დაიარება, კიევის ხელისუფლების ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, დღესასწაულებსა და "Небесная сотня“-ს გმირების“ სულის მოსახსენიებელ პამაშვიდებზე! ჩვენ საქმე გვაქვს სააკაშვილთან - მტერთან, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს ქართული ეკლესიის, საქართველოს პატრიარქისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ! ვიდეოკადრები მოწმობს - 24 აგვისტოს, „ნეზალეჟნაიას დამოუკიდებლობის დღეს“, რა პირფერულად მიეახლა სააკაშვილი ბართლომეოს: გამარჯობა, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ! მინდა გითხრათ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ უკრაინისთვის, როდესაც მიმართეთ საქართველოს ეკლესიას, რომ ეღიარებინა უკრაინის ეკლესია! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ და თქვენი ძალისხმევა ძალიან დაგვეხმარება!”, - ამბობს სააკაშვილი და ელის, როდის დააჯილდოვებს მას ბართლომეოსი ამულეტით. ანუ, რჯულგანდგომილი და მოღალატე სააკაშვილი მადლობას უხდის უცხოელს - თურქეთის ბერძენი მართლმადიდებელი თემის ლიდერს ბართლომეოსს - იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი, საკმაოდ სადავო უპირატესობის გამოყენებით დიპტიქის ხსენების თანმიმდევრობაში, საჯაროდ ჭკუას არიგებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს - სტამბულის სქიზმატური ეკლესია ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიად აღიაროს!!!

   ცნობისთვის: რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას რიგით მეექვსედ, ხოლო დიპტიქში პირველი, კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას რიგით მეცხრედ მოიხსენიებს, რადგან შედარებით მცირე ხნის წინ აღიარა ავტოკეფალურად, თუმცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია მე -5 საუკუნიდან, როდესაც კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია იყო მეორე ღირსების თანმიმდევრობაში და არ გააჩნდა არავითარი ექსკლუზიური უფლებები.

არანაკლებ საგულისხმოა ვიდეოს მეორე ეპიზოდი - ბართლომეოსის პასუხი მიხეილ სააკაშვილს: დიახ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მახსოვს, რომ თქვენი მეუღლე ჰოლანდიელია, გადაეცით ჩემი მოკითხვა!”.Yes, yes, yes..., - პასუხობს დაბნეული სააკაშვილი, დამცირებული იმით, რომ გაიხსენეს ის, არა როგორც "ლეგენდარული პრეზიდენტ-რეფორმატორი", არამედ როგორც სანდრა რულოვსის – პროტესტანტისა და „ცე-რე-უ“-ს ჯაშუშის ქმარი, თანაც – უკრაინაში ბართლომეოსის ნაცვალის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანეს (დუმენკო) თანდასწრებით! თუმცა, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის თბილად ხსენება გასაკვირი სრულებით არ არის: ბართლომეოსი და სანდრაცე-რე-უ“-ს მხრიდან კოლეგები არიან, ოღონდ სხვადასხვა დონის: სანდრას სტუდენტის სკამიდან ამზადებდნენ საქართველოში გადასასროლად, ამიტომაც მიათხოვეს თემურ ალასანიას დიშვილს, ხოლო ბართლომეოსი არის გავლენის აგენტი მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მასშტაბით და, შესაბამისად, უფრო გლობალური დავალებები აქვს.

   და რა დავალებები აქვს თვითონ სააკაშვილს? როგორც ყოველთვის, დივერსიულ–ძირგამომთხრელი. რენეგატი სააკაშვილი არის ახალი პროექტის წამყვანი ფიგურა, რომელიც აერთიანებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ანტირუსულ ძალას სხვადასხვა კონფიგურაციაში - ასოცირებული ტრიო "უკრაინა - მოლდოვა - საქართველო", "ყირიმის პლატფორმა", იქნება სხვებიც... კომბინატორი სააკაშვილი თამაშობს საქართველოშიაც, სადაც არ გამოუვიდა ოპოზიციის გაერთიანება ერთ პლატფორმაზე, ამიტომ საქმეში ჩართეს რუსეთიდან გაქცეული დივერსანტების გამოცდილი გუნდი - ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი (შემოკლებით ჟოპ“), ფონდი „სვობოდნაია როსიას“ „ნასედკები“ ეგორუშკა კუროპტევით, რომელიც სააკაშვილის „მთავარმა არხმა“ გასულ პარასკევს ქართული გვარით წარადგინა, როგორც ბარმენი, და სხვები.

   სააკაშვილისა&ზელენსკის დუეტი ერთიმეორის მიყოლებით დგამს შოუს. "ყირიმის პლატფორმა" ასევე არის მათ მიერ დადგმული შოუ, რომელსაც G7 და G20 ქვეყნების არც ერთი ლიდერი არ ესწრებოდა, თვით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 23 აგვისტოს კიევში იმყოფებოდა, არ გამოვიდა საზოგადოების წინაშე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველის პროსპექტზე გამართულ მიტინგზე არ გამოვიდა თბილისი მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ხოლო 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, გაიმართა ერთობლივი აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატოს ქვედანაყოფები და ნატოს ავიაცია, და რომლის გენერალური რეპეტიციაც ჩატარდა შეურაცხმყოფელი სლოგანის თანხლებით, რომელშიც პირველი სიტყვა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის გვარია. როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ზონდერები შეურაცხმყოფელი სლოგანით გამოვიდნენ, რომელშიც პირველი სიტყვა მაშინ ჯერ კიდევ არმოკლული პატარკაციშვილის სახელია... ორივე სლოგანი სააკაშვილისთვის გამოიგონა მისმა საიდუმლო პიარკონსულტანტმა, რომელიც საქართველოში ცნობილია თავისი მზაკვრობით.

   ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დამოუკიდებლობის ფარსში მონაწილეობაზე, სადაც სააკაშვილი სტუმრიდან–ბართლომეოსთან და უკან დარბოდა, უარი თქვა, სამაგიეროდ აღლუმს ბუბა კიკაბიძე ესწრებოდა, რომელიც დააჯილდოვეს არა ორდენით „დამსახურებებისთვის“, როგორც ღარიბაშვილი და ბართლომეოსი, არამედ „იაროსლავ ბრძენის ორდენით“, რომელიც „დიპტიქის“ თანახმად, ერთი საფეხურით მაღლაა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 30 აგვისტო
საქართველო, თბილისი