რელიგია
რუსეთის პატრიარქმა აფხაზი სასულიერო პირები გააკრიტიკა
patriarh-kirilრუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გააკრიტიკა აფხაზი სასულიერო პირები, რომელთაც საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფა სურთ. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ახალი მიტროპოლიის შექმნა კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტას. მისი განცხადებით, ეკლესიის კანონები არ ითვალისწინებს ახალი მიტროპოლიისა და, მითუმეტეს, ავტოკეფალიური ეკლესიის ჩამოყალიბებას საეკლესიო-სახალხო შეკრების საფუძველზე, ხოლო სახალხო კრების მიერ ეპისკოპოსთა კანდიდატების დასახელება პირდაპირაა აკრძალული.