რელიგია
„დიახ, ეს მართლაც ასეა. დღეს, ჩვეულებრივ, სამუშაო ხუთი წუთი იყო. ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში ჩემთვის ეს კრება დასრულდა. პარტიის ლიდერმა ბესლან ბუტბამ პირდაპირ მკითხა, თუ რატომ მივიღე მონაწილეობა კრებაში. მანამდე, როგორც ირკვევა, პარტიის ყველა წევრისათვის დაიგზავნა დირექტივები მოთხოვნით, არ მიეღოთ მონაწილეობა კრებაში. და აი, მე დავარღვიე დირექტივა, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ერთი კვირით ადრე ჩვენ განვიხილავდით ამ საკითხს და მე ვთქვი, რომ როგორც პარტიის წევრებს, შეგვიძლია ამ კონფლიქტისაგან დისტანცირება, მაგრამ უბრალო ადამიანებისათვის კრებაზე მისვლის აკრძალვის უფლება არ გვაქვს. პარტიის ლიდერი მაშინ ამას დაეთანხმა“, – ამბობს დაზარალებული.