აქტუალური
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე.
კიკაბიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.
დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხატია დეკანოიძემ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ.