აქტუალური
ყველაზე ბევრი ფული კვლავ რუსეთიდან შემოდის

transfer2011 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 20.6 პროცენტით მეტია 2010 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (6.8 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (3.1 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (2.5 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

2011 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის აპრილში.