საზოგადოება
როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 21 მაისს თანამშრომლობის შესახებ „ქართული პარტიის“ შეთავაზების პასუხად განაცხადა, „ფუჭი ლაპარაკის დრო არ არის და ვისაც ქვეყნის გადარჩენა რეალურად სურს, 21 მაისს ხალხის გვერდით უნდა დადგეს!“
„ერთი რამ შემიძლია, გითხრათ – ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ამ ქვეყნის გადარჩენის სურვილი აქვს, შეუძლია და უნდა მოვიდეს კიდეც 21 მაისს და დადგეს საკუთარი ხალხის გვერდით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ბურჯანაძესა და „სახალხო კრებას“ 21 მაისის გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე კონსულტაციების დაწყება „მაესტროს“ ეთერის მეშვეობით შესთავაზა.