პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ- პოლკოვნიკ საფარ აბიევსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევს შეხვდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველმა მინისტრმა ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო. ვიზიტის დასრულებამდე ბაჩო ახალაიამ ბაქოს კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მოინახულა.
„ქართული მხარე მზადაა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მიღებული გამოცდილება აზერბაიჯანელ კოლეგებს გაუზიაროს“, – აცხადებენ ახალაიას უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო განათლების სფეროში დახმარება და გამოცდილების გაზიარება თავდაცვის მინისტრმა 1 თვის წინათ სომეხ კოლეგასაც შესთავაზა.