სამართალი
საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიცია დაბნეულია - მათ საარჩევნო კამპანიაც არა აქვთ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიციის ერთადერთი მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის დაზიანება და არჩევნების შემდგომი კრიზისისთვის მომზადებაა. წინასაარჩევნო კამპანია, მით უფრო პოზიტიური, მათ არ გააჩნიათ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია დინამიურად მიმდინარეობს და ამ დინამიკას ხელს ვერაფერი შეუშლის.