პოლიტიკა
როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მიმდინარე წლის 19-20 მაისს საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტი ერჟი ბუზეკი ეწვევა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ დეპუტატებს შეხვდება.