საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენ ამ პერიოდში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, უახლოეს პერიოდში, ძალიან მოკლე დროზეა საუბარი, წარმოვადგენთ კანდიდატებს რეგიონებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.
როგორც გიორგი ხვედელიანმა აღნიშნა, უმოკლეს დროში სრულიად გაერთიანებული ოპოზიცია წარმოდგენს საერთო კანდიდატებს.
„2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, ამის ავანგარდში დგას თბილისი, თბილისი მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. ვმუშაობთ, როგრც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რათა 2 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს ვერც ფალსიფიკაციით და ვერანაირი მეთოდოლოგიით დაიწეროს 43 პროცენტი. ჩვენ რასაკვირველია, ამ არჩევნების შემდგომ გვექნება ვადამდელი არჩევნები და უკვე მოვემზადებით, რომ სრულად, ფესვებიანად ეს ხელისუფლება მოვაშოროთ მართვის სადავეებს. ამ პროცესში თვითმმართველობის არჩევნებს აქვს რეფერენდუმის როლი და ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ რაც შეიძლება კონსოლიდირებულად, როგორც რეგიონებში ისე თბილისში, რომ გვყავდეს ძლიერი კანდიდატები საერთო ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მხარდაჭერილები“, – განაცხადა ხვედელიანმა.