საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დიდი უპირატესობით ლიდერობს ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე მზადაა გამოკითხულთა 46,8%.
მეორე ადგილზეა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვის ხმის მისაცემად უკვე მზად არის გამოკითხულთა 27,1%.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
„გახარია - საქართველოსთვის“ - 8,7%
„ლელო საქართველოსთვის" - 3,4%
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3,3%
„პატრიოტთა ალიანსი" - 3%
„სტრატეგია აღმაშენებელი/მესამე ძალა" - 2,8%
დანარჩენი პარტიები – 4,9%
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, გამოკითხულებს შესთავაზეს არჩევანი გაეკეთებინათ ორ კანდიდატს შორის: კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია (ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრობასთან“ ერთად).
კახა კალაძის მხარდასაჭერად მზადაა გამოკითხულთა 61,2%, ნიკა მელიას - 38,8%.
გამოკითხვა ჩატარდა 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში. სულ გამოკითხულია 1.953 ადამიანი. ცდომილება საქართველოს მასშტაბით შეადგენს +/-2,2%, თბილისში - +/-3,2%.