პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც რჩება ჩვენს დღევანდელ რეალობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი ძალის მიზანი უნდა იყოს საბჭოთა მემკვიდრეობის სრულად ჩანაცვლება და ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიაში მოქცევა.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, არაადამიანური მოპყრობა, რაც იყო ყოველდღიური პრაქტიკა და ცხოვრება ციხეებში, რაც ჩვენ 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ. დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.