სამართალი
ადამ კინზინგერი - საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ამერიკელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სასამართლო სისტემის კრიტიკა ევროპისა და აშშ-ისგან.

„ეს სრულიად მცდარი ინფორმაციაა. ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად ვაკეთებდით ამას. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს”, - დაწერა კინზინგერმა „ტვიტერზე“.