სამართალი
პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული .. და 1986 წელს დაბადებული .. დააკავეს.

..- ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ..- კი- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ..- ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული .. და ამავე წელს დაბადებული .., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან - ..-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი ..

საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ..- შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

..- მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-, 19-109- მუხლებითა და 376- მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,- ნათქვამია ინფორმაციაში.