სამართალი
შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდისსაწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ ერთი მოძალადე პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1992 წელს დაბადებული .. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდისსაწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა..- საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- მუხლის მე-2 ნაწილით, 156- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით და 225- მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.